You are currently viewing “ჩვენ, ისღა დაგვრჩება..”

“ჩვენ, ისღა დაგვრჩება..”

ა, თუ არა აქვთ ყველაფერი კონვეირზე.
100 ქარხანა ვერ აგიშენეს, მაგრამ ასმეერთე ციხე, კი..
სად და გურიაში, ლაითურში.
ციხე სუპერთანამედროვე!
ბიბლიოთეკებით, ტრენაჟორებით, იუსტიციის სახლის ფილიალით , და ინსტიტუტით მგონი, და საცურაო აუზი კიდე.
სამწუხაროდ, თეატრი არ არისო იქ, თორე რაღაც დანაშაულს მეც ჩავიდენდი,
ხო, ჩემო ბატონო,
და რაც მთავარია, კურორტნიკების სიმშვიდეს ადგილობრივები დაიცავენ.
ეგეც შენი სამუშაო ადგილები.
იდეა მშვენიალურია,- ნახევარი საქართველო ციხეში, მეორე ნახევარი ციხის მომსახურე პერსონალად.
რას ერჩი, ხო,
ერთია უცნაური,
რატომღაც, ფორმით, რუსულ ციხეს, “კრესტებს” ჰგავს შენობა..
აი, ალიკვალი კრესტებია.
თქვენი რუსეთუმე სულის ქუნემბერანე, მე.
ვერ გავიგე, ნაჩალნიკ,
რა იყო,
ქვეცნობიერმა გაგყიდათ?
მე შენ გეტყვი კამერების ამოვსება გაუჭირდებათ,
ვინც ახლა აქციებიდან აყვანას გადაურჩა, ჯარიმებით ამოტენიან,
ჯარიმები გზის გადაკეტვაზე, ჯარიმები გაფიცვებზე, ჯარიმები სამთავრობო შენობების ბლოკირებაზე, ჯარიმები ნიღბებზე, ჯარიმები პარლამენტარების გინებაზე, ჯარიმები სოცქსელებში პოსტებზე, და ჯარიმები ჯარიმებზე.
არ გადაიხდი?- ქონების დაყადაღება,
და შენი ბოლო , მაინც ციხეა,
ანდა, – დანოსი შენზე, მერე აგენტების სიაში შეყვანა, ისევ ჯარიმები, ისევ არ გადაიხდი, და ბოლო ისევ ციხეა,
ანდა, ნარკომანიაზე ტყუილად გაგიმკაცრეს კანონები?
რაიმე პოლიტიკურს აწვები, ჩაგიდებენ წამალს და ისევ ციხე.
კონვეირზე აგვიყვანეს მეთქი, გეუბნებით,
და 52 პოლიტპატიმარია, ხო უკვე, ?
კიდე მინიმუმ 98 რო ჩასვას ქოცმა, ჩათვალე რო მომავალი პარლამენტი სრულად დაგვიკომპლექტეს, და თანაც უპარტიო.
აბა, ყვავებს და პარტიულებს ვინ დაიჭერს ძმაო, გალიაში უპარტიოები სხედან.
მოკლედ, მართლაც რას ერჩით, ჩვენს საქმეს აკეთებენ,..
ახალი, სუფთა პოლიტსახეების სამჭედლოს გაგვიხსნიან ლაითურშიც.
ასე იწრთობა ფოლადი, დიახაც.
ჩვენ ისღა დაგვრჩება, ის 150 პატიოსანი კაცი ციხედან გამოვიყვანოთ და დოლგარმონით და ხორუმის ცეკვით პარლამენტში გადავიყვანოთ,
ამის გაკეთებაც არ გვინდა?
ისევ ქოცის იმედი მაქვს, ამასაც მოგვიხერხებს.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა