
რასაც ახლა ვიტყვი, ფაქტიურად ჩემი პოლიტბიოგრაფია გამოდის, მაგრამ სხვა უფრო მნიშვნელოვანზე საუბრისთვის ვიხსენებ მომენტებს.
ეს ფოტო ადრეც დავდე, რომ მეთქვა, თუ როგორ არ აქცევს საზოგადოება ძირეულ და მთავარ თემებს ყურადღებას დროულად.
ახლა სხვა რამის თქმა მინდა.
2014 წლის მაისში ჩამოვედი საქართველოში და ერთ თვეში, ივნისში, ეს აქცია გავმართეთ.
ორი დღე ვიდექით,
სულ რამდენიმე კაცი გამომეხმაურა , მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ დარჩენილა ორგანიზაცია, რომ არ მიმართა იმ თემების ერთობლივად გაპროტესტებასთან დაკავშირებით, პლაკატებზე რომ არის წარმოდგენილი.
მე არც მახსოვს იმ წლებში რომელიმე სხვა დაჯგუფება, ან პარტია, ეს მოთხოვნები რომ გაეტანოს ქუჩაში. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე აქა იქ სოცქსელში კიდევ წააწყდებოდი რაღაცას პროტესტისნაირს, მაგრამ საარჩევნო კანონის შეცვლის აუცილებლობაზე არავინ არ საუბრობდა, არავინ ახსენებდა რეფერენდუმს, და დეპუტატის გამოწვევის მექანიზმი საერთოდ ბუნებაში თუ არსებობდა, არც გაეგონათ იმ წრეებს, ვინც სისტემის ასე თუ ისე ოპოზიციად ითვლებოდა.
ოპოზიცია არც იყო საერთოდ, ნაცი ძლივს ითქვამდა სულს,
პატრიოტთა ალიანსი არც მაშინ მიმაჩნდა ოპოზიციად, და ახლა მით უმეტეს,
არ იყო კონსერვატიული ფრთა.
ახლა ვინც ამ ფლანგზე ხმაურობს, ზოგი მაშინ თანამდებობაზე იყო, ზოგი სამთავრობო გრანტებზე და კი იყვნენ ჩუმად..
ვასაძეს ვერ დავუკარგავ, ანტიდისკრიმინაციულზე კი ამოიღო ხმა, ნუ, იმ ვიდეოებში, ფილოსოფიურ თემებზე რო საუბრობდა ძირითადად, და ეგ იყო და ეგ,
შაშიაშვილს არჩევნების მეტი არც მაშინ ახსოვდა არაფერი.
ესენი ახლა მიტომ ვახსენე, ბოლო ერთი წელია რეფერენდუმზე რომ ალაპარაკდნენ, და ისიც ვიცი, რატომ ალაპარაკდნენ, და ისიც , როგორ და საიდან მივიდა ამათთან ეს თემა.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირველები ვიყავით, ვინც ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმებზე და საარჩევნო კოდექსზე ვსაუბრობდით და ვინც ეს თემები ქუჩაში გაიტანა.
რა თქმა უნდა ამ მექანიზმებზე მუშაობა ამ აქციამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, და მის მერეც გაგრძელდა.
წლების განმავლობაში ვეძებდი, ვაგროვებდი და ვამუშავებდი ინფორმაციებს რეფერენდუმის და დეპუტატის გამოწვევის მექანიზმების შესახებ, და ამ თემებით მივდიოდი სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომ მათი ქმედებები ამ მიმართულებით წამეყვანა, მაგრამ ამაოდ,
არავის სურდა გაგონება, რადგან ქართული პოლიტიკა ქულების დაწერაზეა გათვლილი, და ყველა სახმაუროდ ისეთ საკითხებს ეძებდა, ხალხის იოლად აგდება რომ ყოფილიყო შესაძლებელი და რა თქმა უნდა, რეფერენდუმი და გამოწვევის მექანიზმი არავის აინტერესებდა.
2017 წელს შევქმენი რეფერენდუმზე და საარჩევნო კოდექსზე მომუშავე პირველი ჯგუფი თბილისში.
ასეც დავარქვი ” თბილისის ჯგუფი”.
პროგრამა “როგორ შევცვალოთ სისტემა” უკვე მქონდა შედგენილი, და დასაბეჭდად გამზადებული.
გურამიშვილზე ავიღე მაშინ ოფისი.
მაშინდელი ჯგუფიდანაა ბევრი, ვინც დღეს რეფერენდუმზე და დეპუტატის მექანიზმზე აქტიურად საუბრობს.
მაგრამ ზოგი ისე, რომ არც ახლა ესმის თემა.
2018 წელს თბილისში უკვე სამი ჯგუფი მყავდა.
თბილისის გარდა გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, რუსთავში, თელავშიც შეიქმნა რეფერენდუმზე და დეპუტატის გამოწვევის მექანიზმზე მომუშავე ჯგუფები.
და რატომ გავიხსენე ახლა ეს ყველაფერი.
ცუდი არაა , რომ დღეს ბევრი ალაპარაკდა ამ თემებზე, კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ ამ მექანიზმებზე საუბარი არაფრის მომცემია, თუ სიღრმისეულად არ გესმის საკითხი, ანუ, არ იცი გზა და არ იცი, როგორ შექმნა ის საშუალება, რომელიც ამ მექანიზმების დაკანონებისთვის არის აუცილებელი.
საშუალების შექმნაზეა საუბარი მთავარი, და არა მხოლოდ საუბარი.
უნდა აკეთო ეს საშუალება.
უნდა შექმნა საშუალება, კი არ უნდა ილაყბო მხოლოდ.
და როცა ეს არ იცი, და როცა არაფერს აკეთებ, და ისე საუბრობ ამ თემებზე, ამ მექანიზმების გაუფასურებას ახდენ, რადგან ობივატელი გისმენს და ფიქრობს, რომ კი, კარგია რეფერენდუმი, და დეპუტატის გამოწვევა, მაგრამ ზღაპარიაო, და განუხორციელებელი.
ამ აზრამდე მიგყავს ობივატელი, ან განზრახ, ანდა უნებურად.
მით უმეტეს, რომ სისტემა ისედაც ცდილობს რეფერენდუმის არსი გააყალბოს, იმით, რომ არჩევნებს დაარქვა რეფერენდუმი.
ხალხმაც რომ ასე ჩათვალოს და არავის გაახსენდეს, რომ სინამდვილეში მათ ეს მექანიზმი კონსტიტუციით აქვთ ჩამორთმეული.
დეპუტატის გაწვევის წესს ხო საერთოდ ნაკლებად ახსენებს ვინმე, რადგან ბევრი ვერ ხვდება, რეფერენდუმის გამართულად მუშაობის გარანტია რომ არის.
შესაბამისად, გამოდის, რომ საკითხის უცოდინარი თავისი საუბრით სისტემის წისქვილზე ასხამს წყალს.
ნუ დავემსგავსებით მათ, ვინც ამ თემებს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებს,
თუ მართლაც გულწრფელად გინდა ეს მექანიზმები ამუშავდეს, მაგრამ არ იცი თემა, ამის თქმა სირცხვილი არაა,
სირცხვილი ისაა, კაცი რო გეკითხება, როგორ გინდა რეფერენდუმის აღდგენაო და იმის მაგივრად, რომ რეალური სამოქმედო სქემა დაანახო, მხოლოდ იმას ეუბნები, რომ ეს მექანიზმები უნდა მოითხოვოს.
და როგორ, სად, რა დროს, რა ფორმით, ვისთან ერთად, რა საშუალებებით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რა ეტაპებია მოთხოვნამდე, და მოთხოვნის შემდეგ, – ამას ვერ ეუბნები, რადგან თვითონაც არ იცი.
არ იცი და გვკითხე, მოგაწვდით პროგრამას, მოგაწვდით გაზეთებს, არის იქ ყველა კითხვაზე პასუხი.
კითხვა გეზარება და რადიოგადაცემებს გავუშვებთ, ტვ ბლოგს, ინტერნეტპლატფორმას, შედით და მოუსმინეთ,
შეგხვდებით თუნდაც, გაგესაუბრებით, არ არის პრობლემა.
ჩვენთვის ამ მექანიზმების დამკვიდრება შეგნებული სამოქალაქო საზოგადოების შექმნას ნიშნავს.
საზოგადოების, რომელსაც თავის დაცვა და სისტემური ცვლილებების დაწყება შეუძლია, და თუ შენც ეს გინდა, გაიგე მეტი.
ცოდნა არ ვნებს, ვნებს არცოდნა.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)