You are currently viewing წადით და თქვით..

წადით და თქვით..

როგორც გავიგე, დღეს, რამდენიმე აქტივობაა რუსთაველზეც, რუსთაველის მახლობლადაც, და კიდევ ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე, და თან უმეტესად ერთი და იმავე დროს,- საღამოს 19.00 საათზე.
ანუ, ისევ ცალ-ცალკე მარშები, ცალკე პროტესტი, და ისევ ურთიერთკოორდინაციის გარეშე?
ნუ არ ვიცი, მაგრამ ამდენი აქციის მომსწრე ვარ, თვითონაც ბევრი აქცია ჩამიტარებია, და ჯერ არსად მინახავს და არ გამიგია, ასე დაყოფილ პროტესტს რაიმე შედეგი დაედოს.
დღეს 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მარშიც არისო..
კი ბატონო, ამას განსაკუთრებით მივესალმები, – შეიკრიბეთ, წადით, აღნიშნეთ..,
სალომეც იქნებაო, გავიგე, კი ბატონო, მოუსმინეთ, რა იცი, იქნებ შერცხვეს, ადგეს, და თქვას, რომ შეცდა, და ომი საქართველომ კი არა, რუსეთმა დაიწყო,
და იქნებ დღეს მაინც, 31 მარტის რეფერენდუმის დღეს, და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს მაინც მოუბოდიშოს საქართველოს პირველ და უკანასკნელ ლეგიტიმურ პრეზიდენტის სულსაც, რომ თვითონ პუტჩის მხარეს იდგა, და ყველაფერს აკეთებდა, რომ გამსახურდია, – 31 მარტის რეფერენდუმის შემოქმედი კაცი, და კაცი ვის სახელთანაცაა დაკავშირებული დამოუკიდებლობის აღდგენა, – ევროპის საზოგადოების თვალში, ფაშისტად გამოჩენილიყო.
ხო, იქნებ დღეს მაინც აღიაროს მადამმა რო მიქარა, რადგან ნამდვილი ფაშიზმი, და ბოლშევიზმი რაც არის კი ხედავს დღეს,
იტყვის? აღიარებს? – არა მგონია,
აბა, რატომ ფიქრობთ ვინმე, რომ მაგის ნაკეთები ქვეყანას წაადგება?
სალომე არ იყო დეკემბერში 100 000 კაციანი აქცია რომ 5 წუთში დაშალა?
ან იქნებ პოლიტნაგვებსაც წამოსცდეთ დღეს მაინც, რომ გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის შემდეგ უკანონო იყო ყველა ხელისუფლება, ყველა მთავრობა, და ყველა არჩევნები, და შესაბამისად ეს პარტიებიც, ნაციც, და ქოციც, ამ უკანონობაში მონაწილეობენ წლებია, და რომ ხელისუფლებების შეცვლა სისტემის შეცვლა არ არის.
იტყვიან? აღიარებენ? – არა მგონია?
აბა, ვის რა ჯანდაბად სჭირდება პარტიების მარიაჟობა აქციებზე?
გადით, ხო, რუსთაველზე,
მაგრამ როცა დღევანდელ დღეზე ისაუბრებთ, დღეს მაინც თქვით, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონია ზოგადად რეფერენდუმს,
და ისიც გაიხსენეთ, როგორ წაგვართვეს 1995 წელს შევარდნაძის კონსტიტუციით სწორედ ეგ რეფერენდუმის უფლება, ანუ რეფერენდუმის მეშვეობით კანონის მიღების და შეცვლის უფლება.
იტყვით ამას? არა? აბა რა პატივისცემა გამოდის დღევანდელი დღის? – არ მესმის.
თქვით, ხომ ესეც, და მოითხოვეთ ის, რაც ჩამოგვართვეს, რამეთუ რომ გვქონოდა ხელთ ასეთი იარაღი, არ მოხდებოდა არც ერთი ის უბედურება, რაც მოხდა 1995 წლიდან დღემდე, და არც თქვენ დაგჭირდებოდათ 120 დღიანი პროტესტი რუსთაველზე, არ დალეწავდნენ სპეცრაზმელებიც გოგობიჭებს და ჟურნალისტებს,
არც პოლიტპატიმრების განთავისუფლებაზე მარშები დაგჭირდებოდათ, არც საზმაუს წინ ასფალტის ტკეპნა ეთერის მოთხოვნით, არც ჩეკისტებთან სიარული დაგჭირდებოდათ, არც ევროპაზე და ამერიკაზე ლოცვა და არც მესიების ლოდინი, რომ მოვა ვიღაც და გიშველით.
და მიხვდებოდით იმასაც, რომ ახალი, მართლა სახალხო, და სუფთა ძალა ისევ პროტესტის შიგნით უნდა ეძებოთ, და არა ას სარზე გადამხტარ პარტიებში და პოლიტროჟებში.
ხო, მიდით და თქვენ თქვით, რაც სათქმელია.
მე კიდევ სხვა რამესაც ვიტყვი , –
ცხონდა შენი სული ზვიად გამსახურდია,
31 მარტის რეფერენდუმით დამოუკიდებლობის დამცავი ისეთი იურიდიული ქვაბეტონი რომ ჩადგი ქართული სახელმწიფოებრიობის საძირკველში, ვეღარავინ ვეღარასოდეს რომ ვეღარ მოარყევს!
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა