You are currently viewing წადი, ახლა და იცხოვრე

წადი, ახლა და იცხოვრე

თქვენი ლოგიკის რა ვთქვი მე..
აი, ” ნუ იქნება ოღონდ ბუნტი, სხვა რაც გინდა იყოს ” სასტავის ლოგიკის, ობივატელის ლოგიკის, დიახ, –
ანუ, აი, ეს, ქაჯობა და დანაშაულიაო?
და ქოცი რომ არის ხელისუფლებაში, და მის ნაგვობას იმით ამართლებ და იმიტომ ეგუები, ნაცი მეტი ნაგავი იყოო, ეს ქაჯობა არ არის?
და სისტემურ გაყალბებაზეც დუმილი ქაჯობა და დანაშაული არ არის,?
საყდრისი რო აგიფეთქეს და ჩუმად იყავი, ქაჯობა არ იყო?
გარეჯი და ხუჯაბი რო გაყიდეს და ხმაც არ ამოგიღია, ქაჯს სხვას ეძახი?
გელათის ფრესკებს რო წვიმა შლის, და თვალს არიდებ, მართლა ქაჯი არა ხარ?
ვერარეჩკის, და შოვის უბედურებაზეც პასუხი რო არავის მოთხოვე, ქაჯი არ იყავი მაშინ?
მარიტა მართლაც რომ ქაჯურად ფულს დახარბებულებმა მოკლეს, და შენ რო დაივიწყე, ქაჯობაზე მეტი, უზნეობა არ არის?
ერთ ლარად რო გიყიდიან მიწებს, კურორტებს, შენობებს, წიაღისეულს, და შენ რო გკიდია, ქაჯი ვინ არის მაშინ?
ბოდიშს რომ უხდიან რუს, აფხაზს, და ოსს, და აპრავებ, ქაჯი ხარ, აბა, რა ხარ?
რუსეთისკენ რო მიგათრევენ, ასი წლის წინანდელ გამოქვაბულში გაბრუნებენ, და დუმხარ, მეტი ქაჯობა რა გინდა,
და 12 წელი, ერთი კაცის პახონდრიებზე რო დადიხარ, და ეს არ გიტეხავს, და კიდევ 4 წელი იგივეს აპირებ, მაშინ შენ ქაჯიც კი არ გქვია, –
ჩმორი ხარ, უბრალოდ.
საღებავში გასვარო კი არა, ყური უნდა აახიო სისტემის ყველა ხელისბიჭს სამაგალითოდ, სხვა ყველა მისნაირმაც ყურზე რო აიფაროს ხელი, და მიხვდეს, რომ ერთხელაც ვიღაც, პასუხს მასაც მოთხოვს.
გასაგებია?
წადი ახლა კალანდარიშვილო და იცხოვრე იმ შეგნებით, შენი შვილები და შვილიშვილებიც კი, რომ ვერ ჩამოირეცხენ იმ ლაქას, შენ რომ მთელ შენ გვარს გადაასვარე თავზე.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა