ეს პიესა ” სამოსელი N ” ტრილოგიის მეორე ნაწილია, და ისევე როგორც პიესა “ჩაკრულო,” წინასწარმეტყველური გამოდგა,
“ჩაკრულო” 2015 წელს დაიწერა, 2019 წელს სპექტაკლად დაიდგა, და მაშინ ბევრმა ჯერ კიდევ არ იცოდა რა იყო ხვამლი, და რა დანიშნულება აქვს ამ საკრალურ მთას.
არც ის იცოდა მაშინ ბევრმა, რა სახალხო მოძრაობა დაიწყო რიონის ხეობაში, და რაზეც უკვე გვქონდა მინიშნება ამ პიესაში.
მეორე პიესა, “სამოსელი” 2023 წელს დაიწერა, და მასში ნათქვამი წინასწარმეტყველება უკვე იმითაც ახდა, როცა იმ ახალი წლის წინ “უპირველესი” ისევ გამოჩნდა.
დანარჩენიც, აქ ნათქვამი, ერთი წლის განმავლობაში ასრულდა,
ქვეყანა დიქტატურისკენ წავიდა,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც აი, ამ პიესის ფინალია.
და რატო გავიხსენე ახლა?
მალე რეპეტიციებს დავიწყებთ,
.