You are currently viewing ” წინა კაცი “

” წინა კაცი “

იმ ადამიანთა განცხადებებიდან გამომდინარე, ზვიადის თანამებრძოლებად რომ თვლიან თავს, შეიძლება დავასკვნათ, რომ უმეტესობა მათგანი არაფრით განსხვავდება ქოცისგან და ნაცისგან, ეს ორი დღეა ერთმანეთს რომ ასწრებდნენ გამსახურდიას საფლავთან ასვლას.
ნუ, სისტემის იმ მელაჩოვკა ხელისბიჭებზე არაფერს ვამბობ, მხოლოდ მის მერე რომ აიქაფეს პირი, მაღლიდან რომ აუნთეს მწვანე გამსახურდიას თემას.
ქოცნაცი რატომ აკეთებს ამას, კი ვთქვი უკვე, გამსახურდიას ხსოვნაზე მიწებებით სურთ გაიხანგრძლივონ პოლიტსივრცეში ტივტივი.
მაგრამ უმეტესობა იმათვისაც კი, ვინც აცხადებს, რომ ეროვნული მოძრაობიდან მოდის, 31 მარტი კალენდრის მხოლოდ ერთი დღეა, და მომავალი წლის მარტამდე არც არასდროს გაიხსენებენ.
და რატომ ვთვლი ასე?
2018 წლის 18 დეკემბერია აქ.
აქცია პროკურატურასთან, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების გაგრძელების მოთხოვნით.
ცოტნეს შიმშილობით და აქციებით მაშინ შედეგი დადგა,- გამოძიების ვადა კიდევ 5 წლით გადაიწია.
არავინ იფიქროს, რომ ცოტნე ამას იმიტომ აკეთებდა, რომ უბრალოდ შვილი იყო,
არა, რა თქმა უნდა, ცოტნეს სწამდა, რომ ობიექტური გამოძიებით, და სამართლიანობის აღდგენით, ერთხელ და საბოლოოდ დამთავრდებოდა ის დიდი სიცრუე, რომელშიც 30 წელია ვცხოვრობთ,
და გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება და დამნაშავეთა სახელების, და განსაკუთრებით იმ მიზეზების გამომზეურება, რამაც გახადა შესაძლებელი პრეზიდენტის მკვლელობა, სისტემური ცვლილების დასაწყისი იქნებოდა.
გამსახურდიას საქმის გამოძიებით ყველა პატიოსანი ადამიანი უნდა იყოს დაინტერესებული,
რომ სისტემის წინააღმდეგ წამსვლელი და სიმართლის მთქმელი ამ ქვეყანაში მუდამ დაცული იყოს , და რომ აღარასოდეს მოკლან.
ამიტომ ომობდა ცოტნე.
მაგრამ 2023 წლის მარტია ახლა და არ მჯერა მე, რომ დარჩენილ დროში ვინმე რაიმეს გამოიძიებს, და არც იმის მჯერა, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნება, თუნდაც კიდევ 5 წლით რომ გადაწიონ ვადა,
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არც ისინი შეიწუხებენ ამ თემით თავს, ვისზეც უკვე ვისაუბრე ამ წერილის დასაწყისში – ნაცები, ქოცები, სხვა პოლიტსასტავიც და ფსევდოეროვნულები.
ობივატელი მით უმეტეს დაიკიდებს,
და ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ამ წერილს, ახლა რომ კითხულობთ ძალიან მცირე მიაქცევს ყურადღებას.
იფიქრებენ, რომ საკმარისად წაიკითხეს ამ დღეებში გამსახურდიას შესახებ და კმარა მათთვის, ათას უფრო მნიშვნელოვან თემებზე აქვთ კიდე გულზე ხელდასაბრაგუნებელი და საჭორაოც.
ხო, ასე ფიქრობენ.
მაგრამ არავინ ჩათვალოს, რომ ის, რასაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შეალია ცოტნემ, დამთავრდა.
გაგრძელდება!
მაგრამ ცოტა სხვანაირი მიდგომით!
რა თქმა უნდა სამართლიანობის აღდგენა სისტემურ ცვლილებებზე გადის, მაგრამ ამ 30-წლიანმა გამოცდილებამაც, და ცოტნეს ომმაც, რაღაც უნდა გვასწავლოს, ხო?
იმ გზისკენ უნდა მივბრუნდეთ, რაც ჯერ კიდევ 150 წლის წინ გაკვალეს ამ ქვეყანაში,
იმ გზისკენ, ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნას, და იდეური და შეგნებული საზოგადოების ფორმირებას რომ გულისხმობს, და რომელმაც საბოლოოდ, 90-იან წლებში მიგვიყვანა დამოუკიდებლობის აღდგენამდე.
და სისტემურ ცვლილებებთანაც ეს გზა მიგვიყვანს!
და ამისთვის რაც არის საჭირო, ისევ და ისევ ილიასთან სწერია.
წაკითხვა უნდა ამას, და გააზრება, და მხოლოდ შემდეგ მოქმედება.
ხო, წინა კაცი უკანა კაცის ხიდია, და ეს ხიდი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
და ვინ, და როგორ, და როდის?
არის ამ კითხვებზეც პასუხი!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა