You are currently viewing ხვალინდელი დღე, დღევანდელით იწყება

ხვალინდელი დღე, დღევანდელით იწყება

ზოგს ჰგონია, უპარტიო საქართველო ჩვენი ახირებაა.
ილიას ნათქვამი თუ არ გვახსოვს, და თუკი ამ ქვეყანაში შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს, თანამედროვე მსოფლიო პოლიტოლოგები მაინც გადაიკითხეთ, მათ კვლევები იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს მართველობის პარტიულმა სისტემამ თავისი დრო მოჭამა, და რომ საზოგადოების განვითარების შემაფერხებელი და მეტიც საზიანოც ხდება, რადგან მხოლოდ მსხვილი ფინანსური წრეების ინტერესების დამცველია, და არანაირი საერთო აღარ აქვს დემოკრატიასთან.
დარწმუნებული ვარ, დადგება დრო, და კაცობრიობა მაინც გადავა მართველობის უპარტიო სისტემაზე, და ჩვენც მივბაძავთ, და ყველაზე ბოლოს მაჩანჩალებივით გავყვებით, და მაშინ, როცა ლიმონივით გამოწურული ვიქნებით და გაქრობის მიჯნაზე.
როცა ამ თემაში, დღეს, ერთ-ერთი პირველები შეგვიძლია ვიყოთ, და შესაბამისად ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში.
ყველა მიმართულებით წარმატებული, და რაც მთავარია მართლაც დამოუკიდებელი.
და ვიქნებით კიდეც ასეთი, და მივალთ კიდეც უპარტიო საზოგადოებამდეც, და მივალთ მსოფლიო მცირე ერების კავშირამდეც, ცენტრით საქართველოში და ესე იგი მივალთ ჭეშმარიტ დამოუკიდებლობამდეც, როცა მოხერხდება და შევქმნით იმ სტაბილურ ადამიანურ და ფინანსურ რესურს, და ისეთი ელიტით, რომლის მეშვეობით ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმებს – სრულუფლებიან რეფერენდუმს და დეპუტატის გამოწვევის წესს – დავიკანონებთ.
ეს აუცილებელია, ეს უნდა გაკეთდეს.
და ერთხელაც ასეც მოხდება, როცა ის გოგობიჭები, ვინც ახლა ეომება სისტემას, და ჯერ არც იციან, თუ როგორ ეომონ, ერთხელაც მიხვდებიან რა უნდა გააკეთონ.
და ეს რომ მოხდეს, სწორედ ახლა უნდა შევაღოთ ოვერტონის ფანჯარა ამ ყველაფრისთვის, და ვისაუბროთ ამ თემებზე ყველგან, და ყველასთან და ყოველთვის, რომ ერთხელაც, სიტყვიდან საქმეზე გადავიდეთ.
ეს ყველაფერი დღეს უნდა დავიწყოთ, დღეს.
ხვალინდელი დღე დღევანდელით იწყება.
.
საადგილმამულო ალმანახი #3
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა