You are currently viewing ხომ სწორად გავიგე?

ხომ სწორად გავიგე?

ხო კარგად გავიგე,?
გუშინ, ჭიათურიდან ჩამოვიდნენ ყველასგან გადაგდებული მაღაროელები და რუსთაველზე კი არ გავიდნენ, არამედ დადგნენ შრომის და ჯანდაცვის სამინისტროსთან და ითხოვდნენ მაღაროების მართველობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” გასვლას, სახელმწიფოს შემოსვლას, და უნდობლობას უცხადებდნენ პეტრიაშვილის პროფკავშირებს?
კიდევ ერთხელ ვიკითხავ,
იმ “ჯორჯიან მანგანეზის” საწარმოდან გასვლას ითხოვდნენ , ვინც 2 წლის წინ თვითონ შეთავაზა მაღაროელებს საწარმოს გადაცემა, მიხედეთ თქვენ თვითონო, და მაღაროელებმა უარი რომ უთხრეს?
და უნდობლობას უცხადებენ პეტრიაშვილის კანტორას ახლა, როცა 2 წლის წინ დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა გააფრთხილეს, გადაგაგდებთ პეტრიაშვილი, და მოდით, თქვენ თვითონ შექმენით საწარმოში საკუთარი პროფკავშირებიო, და მაღაროელებმა ამაზეც უარი რომ თქვეს?
და ახლა 2 წლის მერე ისევ იმ სახელმწიფოს თხოვენ, გვიშველეთო, ვინც ჭიათურა და მაღაროელები ამ დღეში ჩააგდო?
ხომ სწორად გავიგე მეთქი, რაც ხდება ამ ქვეყანაში?
იქეთ ვიღაც გენერალი რუსთაველზე კი არ გადის, ჩეკისტებთან მიდის, ჩვენებებს აძლევს და მერე უხდის ბოდიშს იმათ, ვინც თავზე გადაასვარა მასაც და ჯარსაც, და ბოლოს მადლობასაც ეუბნება.
და აქეთ, მაღაროელები სამინისტროსთან მიდიან და თხოვენ მიშველეო, იმ სისტემას, ვინც მოატყუა და დააქცია,?
და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც სიტყვებზე ” ანწუხელიძე უკვდავია” უკვე იჭერენ ?
და იმ გენერალმა და ამ მაღაროელებმა თუ იციან, ვინ იყო ანწუხელიძე?
იმათ თუ იციან, თორე რუსთაველზე გასულმა გოგობიჭებმა რომ იციან, ვინ ვინ არის, ამას კი ვხედავ, და მადლობა ღმერთს.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა