You are currently viewing “ხორუმი ქართული ცეკვაა”

“ხორუმი ქართული ცეკვაა”

ძალიანაც ნუ დაგვამშვიდებს ის ფაქტი, რუბიომ ქოცს “ანტიამერიკული” ხარო, რომ უთხრა..
იქ “ანტიამერიკულთან” ერთად, სიტყვა “მთავრობაც” არის ნახსენები, და “ინტერესიც”, ანუ, “გამორჩენა” და ეს ნიშნავს, რომ ამერიკა ოქტომბრის არჩევნების შედეგებსაც აღიარებს, და ქოცთან თანამშრომლობისთვისაც მზადაა.
შესაბამისად, რუბიოს განცხადების ბოლო ფრაზა,
“მივიღებთ ზომებს, ამ მთავრობამ ფასი რომ გადაიხადოს”,
სულ იოლად შეიძლება გაგრძელდეს ასე, –
“ფასი გადაიხადოს, ძმაო, რაღაცეები დაგვითმოს, მაგალითად ანაკლიის პორტი, და წიაღისეულიც, ბევრს რომ ჰგონია, რომ ამ ქვეყანას არა აქვს, და სინამდვილეში აქვს, – და აკეთოს მერე, ქოცმა, რაც უნდა.”
და ეს რომ შეიძლება მართლაც ასე მოხდეს, იქედანაც სჩანს, იგივე კონგრესში სამჯერ დასმულ კითხვაზე, –
“მიგაჩნიათ, თუ არა პუტინი დამნაშავეთო”,
რუბიომ სამივეჯერ აარიდა პასუხს თავი, და სამივეჯერ, – “ჩვენ მასთან დიალოგი უნდა გავმართოთო,”- უპასუხა.
ანუ, დამნაშავე კი არ უნდა დაისაჯოსო, და უკრაინას კი არ უნდა დავეხმაროთო, რომ დამნაშავე დავსაჯოთო, – დამნაშავეს უნდა მოვურიგდეთო, ეს თქვა,
ტრამპის სიტყვებიც გაიხსენეთ, რუსეთის წიაღისეულზე, და გასაგები იქნება, თუ რა ვაჭრული სულია პოლიტიკაში.
ვაჭრობენ, უკრაინის, და ასიათასობით დაღუპულთა სისხლის ხარჯზე, – სხვა არაფერია დღევანდელი პოლიტიკა.
და იგივე შეიძლება საქართველოს შემთხვევაშიც.
ვაჭრობა ვაჭრობად, მაგრამ ისევ და ისევ უკრაინის ფრონტზე წყდება საქართველოს ბედიც,
გაიმარჯვებს უკრაინა, – გაიმარჯვებს საქართველოც.
ასევე ბევრი რამ არის დამოკიდებული ქვეყნის შიგნით ქოცის იდიოტობაზეც.
მაგალითად, ხვალინდელ დღეს, 26 მაისს,
წაუცდება ხელი მასშტაბურ ძალადობაზე?- სულ რამდენიმე დღეში დამთავრდება ქოცი.
თუ ყოველგვარი დარბევის გარეშე ჩაიარა ხვალინდელმა დღემ, ქოცი კიდევ გაიხანგრძლივებს არსებობას, სანამ კიდევ ერთხელ არ დაუშვებს მძიმე შეცდომას.
ისეთს, როგორიცაა მაგალითად, ევროინტეგრაციაზე 78-ე მუხლის ამოღება კონსტიტუციიდან,
და ამის გაკეთება შეუძლია გახარიას ღალატის წყალობით, პარლამენტში რომ შევა, და საკონსტიტუციო ცვლილებების გაკეთების შესაძლებლობას მისცემს ქოცს.
გაატარებს 78-ე მუხლის ამოღებასაც ხალხი? – ეგრევე გაიხსნება რუსეთის საელჩო თბილისში.
და ეგ როდის მოხდება?
ეგეც მალე, შემოდგომაზე,
მანამდე რა ვქნათ?
რასაც აქამდე ვაკეთებდით,- ხორუმი ვიცეკვოთ.
ხორუმი ქართული ცეკვაა.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა