You are currently viewing ხო, შენ ცოცხალი..

ხო, შენ ცოცხალი..

ხო, დამიჯერე..
.
ვხედავ, ყველაფრით გადაიღალე,
ფიქრის თქმაც მალე დაგეზარება ,
და ლოგიკური დაგტოვებს მალე,
ალოგიკური მოგეძალება.
და გაუთლელი აზრი დაგცინებს ,
ენადაბმულად მოეჩვარება,
სიტყვაწყობილსაც, შენს, დაამცირებს
კითხვას პასუხიც გაეპარება..
ალბათ, რამემ კვლავ უნდა გიკბინოს,
ალბათ, პანღური მოგეხმარება,
იქნებ, ტკივილმა შემოგირბინოს,
ან სიხარულმა , რომ გემალება,
ან იქნებ ხვალემ გაგილაწუნოს,
გუშინდელს, უკვე, თუ ეძნელება,
და ფიქრმაც აღარ აგითვალწუნოს,
სიტყვამაც, ასე რომ გეწელება..
მიდი, ხო.. მიდი, ცვალე უცვლელი,
წონასწორობა , რომ გეჩემება..
ზარმაცი თუ ხარ, ამას უშველი,
გულგრილი რომ ხარ , თუ გეშველება !
ხო, შენ ცოცხალი, დამიჯერე, უკვე არ გქვია,
გულგრილობამ, თუ ერთხელ მაინც გესროლა ტყვია.
.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა