ჯარისკაცები ომებს არ აგებენ.
ომებს აგებენ პოლიტიკოსები, გენერლები და ისინი, ვინც ომში არ მიდის.
დიახ, ომებს ქვეყანა აგებს იმათი მიზეზით, ვისაც შეეძლოთ ეომათ, და არ იომეს.
ვინ არ იომა, ის ყველაზე მეტი დამნაშავეა.
რაც არ უნდა გამყიდველი იყოს პოლიტიკოსი, და გამყიდველი იყოს გენერალიც, ქვეყანა არ წააგებს ომს, თუ მთელი ქვეყანა ომობს.
და რომ არ იომა მთელმა ქვეყანამ მიტომაც დგანან ახლა ისინი, ვისი ბრალიც იყო ომის წაგება და გულზე ყაყაჩო აქვთ დაკრული,
და წვანან ისინი, ვისაც ბრალი არ ქონდა და გულზე ყაყაჩო ამოსდით.
მაგრამ ომი არ დამთავრებულა!
ვისაც ომი ახსოვს, და იცის ვინ არის მტერი, მისთვის ომი არ დამთავრებულა.
ვისაც არ ახსოვს, ან არ უნდა ახსოვდეს, ის მხოლოდ ჭამს, სვამს, ინელებს, და საკუთარ თავს მიაცილებს სასაფლაომდე,
სხვა დანარჩენებს, ყველაზე დიდი ომი კიდევ წინა გვაქვს!
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
.