You are currently viewing ჯერ, ერთი..

ჯერ, ერთი..

რამხელა რეჩებს დებო, – ერთმა..,
ჯერ ერთი, როცა პრობლემაზე საუბრობ, იქავე უნდა თქვა გამოსავალზეც, და ისიც, თუ რას აკეთებ პირადად შენ, რომ ეს გამოსავალი დადგეს.
ეს ბოლო, აუცილებლად, რადგან პირადად თუ არ აკეთებ იმას, რაზეც ქაქანებ, არც სხვა არ გაირყევა.
მაგალითად, როცა ლაპარაკობ უპარტიო საქართველოზე, შენ თვითონ უნდა დგამდე ეტაპობრივად იმ რეალურ ნაბიჯებს, რაც უპარტიო სისტემამდე მისასვლელად არის საჭირო.
როცა საუბრობ “რეფერენდუმით კანონის მიღების და გაუქმების უფლების” აუცილებლობაზე, ასევე რაღაც რეალურად უნდა გქონდეს გაკეთებული ამისთვისაც, და მხოლოდ ენას არ უნდა ატრიალებდე.
როცა რაიმეს ამბობ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიის ხალხისთვის დაბრუნებაზე, აქციებიც უნდა გქონდეს ჩატარებული და გეგმაც უნდა გქონდეს ხელთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ საზმაუს მართლაც ხალხი მართავდეს, და არა პარტიები.
მიწის საკითხებზე წერ, და ამ მიმართულებითაც რაიმეს უნდა აკეთებდე, და მოსაზრებაც უნდა გქონდეს, თუ რა არის საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს მიწის უცხოელებზე გაყიდვა.
და ასე , სხვა თემებიც.
მხოლოდ ლოზუნგების დონეზე კი არ უნდა აიქაფო პირი.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ალბათ გასაგებია,
რომ იმისთვის არ ვარ ამ სივრცეში, რაღაც ორი წინადადება ვთქვა ვიღაცის გასართობად, ანდა ვიღაცის მისადედისტრაკებლად, და მერე ჩემი ნათქვამი ფეისბუკის მდინარემ წაიღოს და დროში ჩაკარგოს.
არა, – რასაც აქ ვდებ, მეტწილად საგაზეთო მასალაა, ანალიტიკაა, და შემდეგ გაზეთებში, ალმანახებში, და ინტერნეტპორტალზე ინახება და იმისთვის, რომ ახლაც და წლების მერეც თაობამ ნახოს, და საკუთარ შეცდომებზე კი არ ისწავლოს, არამედ ჩვენი გამოცდილებით.
აი, ამ ყველაფერზე ორი სიტყვით და მოკლედ როგორ უნდა ვთქვა?.
მოკლეთქმა იმასაც ნიშნავს, მთელი დღე მერე კითხვაპასუხის რეჟიმში ჩაჯდე, და უფრო მეტი დროც დაკარგო , ვიდრე სტატიის წერას მიაქვს.
ამიტომ სჯობს ჩაატიო ერთ წერილში პრობლემაც, და მისი გადაჭრის გზაც, და ისიც, პირადად რასაც აკეთებ ამისთვის, და იქვე დადო ყველა შესაძლო კითხვაზე პასუხიც, და მხოლოდ მერე დასვა წერტილი.
და შემდეგ კი შენს საქმეს მიხედო.
თუ არ იქცევი ასე , და მხოლოდ პრობლემაზე მოთქვამ, და წუწუნებ, მაშინ უბრალოდ გულს იფხან, და ფხანა რომ ქეცმა იცის, კი გვითხრა ილიამ ჯერ კიდევ 150 წლის წინ.
ხო, და კიდევ,
ვინმემ ახლა ფოტოზეც არ მითხრას, რას გვიფრიალებო, და რას გვეპაკაზუხებიო.
ჯერ ერთი, კი არ ვაფრიალებ, საგაზეთო მასალას ჭირდება ასე, – წესია, ტექსტთან უნდა იყოს მიბმული.
მერე მეორე, – პაკაზუხობა ისაა, ფერარით რო დატასაობ ამ გატყაულ ქვეყანაში, ანდა ტრამპი რომ ვითომ ხელს გიქნევს, რომ გამოდებ ისეთ ფოტოს .
მარტყოფისველის ტალახში ამოზელილს კი არა.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა