რუსეთმა გაიმარჯვაო, ხო, ტრამპმა,?
კაი, თვითონ გარტყმაში არაა იქნებ, მაგრამ თეთრ სახლში არ ყავს არავინ, ვინც რუკაზე რაიმეს გარჩევა იცის?
გეოგრაფიას შალიკო მასწავლიდა, ხეცურიანი,
აცხონოს ღმერთმა მისი სული.
რუკაზე მხოლოდ მატერიკი, ქვეყანა და დედაქალაქი კი არა, მთელი მისი ისტორია, მოსახლეობა, ბუნება, ფლორა და ფაუნა, წიაღისეული, კულტურა, და პოლიტიკურ სისტემამდე დამთავრებული, უნდა გცოდნოდა ყველაფერი, და ვიცოდით, კიდეც..
და არც ვიხედებოდით რუკისკენ, სნაიპერივით ვადებდით საჩვენებელ ჯოხს ზუსტად იმას, რის მოძებნასაც გვთხოვდა.
დაჟე, უკუღმა ჩამოკიდებულ რუკაზე,
მართლა, ხო, არ ვხუმრობ.
კაი დედმამიშვილი იყავი და შეგეშლებოდა რაიმე და მოგეპარებოდა უკნიდან შალიკო,
მოგეპარებოდა, ნეელა, ფეხაკრებით და ბაც..
და გადაგამტვრევდა თავზე იმ ჯოხს.
წავიტრაბახებ ახლა და მაინტერესებდა გეოგრაფია, და ამიტომაც ერთხელაც არ ამიკრეფია იატაკიდან ჯოხის ნამტვრევები, მაგრამ სხვების დანახვაც საკმარისი იყო ინტერესის გარდა სხვა მოტივაციაც რო მქონოდა.
რამ გამახსენა, და რუსეთმა გაიმარჯვაო, ტრამპი რომ აცხადებს,
ხოდა, დახედოს, აბა, რუკას,
2025 წლის 20 თებერვლის რუკაა ეს, დააკვირდით ვინ სად დგას ახლა და ვინ სად ურტყამს.
და სპეცოპერაციის დაწყების თარიღად რას აცხადებს რუსი?
2022 წლის 24 თებერვალს,
სამი მხრიდან, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების მიმართულებით, და კიევის მიმართულებით, ბელორუსიიდან შევედითო უკრაინაშიო.
მაგრამ დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში რუსი უკვე 2014 წლიდან იდგა,
ანუ, მთელი 8 წელი უკვე ომობდა რუსი აქ,
და 2022 წლის 24 თებერვალს ახალი მხოლოდ ის იყო, რომ ბელორუსიიდანაც შეიპარა კიდევ, კიევის მიმართულებით,
სამ დღეში ავიღებთო, იმედი რომ ქონდა,
და სამ დღეში რომ იქედან გამორეკეს, გაგახსენოთ?
არც ტრამპს არ ახსოვს?
და რამდენი წელი გავიდა მის მერე, ?
და სადაა ახლა რუსი,?
დიახ, ისევ იქ, სადაც 2014 წელს იყო.
რუსეთში რომ აღარ ყავთ გეოგრაფიის მასწავლებლები გასაგებია, ეტყობა ყველა ომში გაიწვიეს,
მაგრამ არც ამერიკაშიც აღარ ყავთ?
აბა, მართლაც როგორ უნდა შეატენო გამარჯვებად რუსს და ამერიკელს ის, რასაც 8 წელი ერთ ადგილზე ბუქსაობა ჰქვია, არ ვიცი.
რუს და ამერიკელ ობივატელს შეატენო, თორე ქართველი ოროსნის, და თან რუსეთუმე ოროსნის დაშტერებას რა უნდა.
რო ჰგონია, რომ თითქოს რუსმა 2022 წლის 24 თებერვლის მერე დაიწყო თავისი საზღვრიდან და მიაწვა და ისე დაიკავა ომით ეს ოლქები.
ვიმეორებ, – 2014 წლის გაზაფხულიდან დგას იქ რუსი,
ზუსტად იმ დღიდან რუსულმა სპეცნაზმა დონეცკის სამხარეო ადმინისტრაციის შენობა რომ დაიკავა და სადღაც ორ თვეში დონეცკის რესპუბლიკა გამოაცხადეს , მერე კიდევ ლუგანსკის,
ფაქტიურად შეიარაღებული გადატრიალება მოაწყო რუსმა 2014 წელს უკრაინის ამ ტერიტორიაზე, და მის მერე ომობს იქ.
2022 წლის შემდეგ კი, ისევ ამ ტერიტორიებზე, მხოლოდ მარიუპოლში ერთ ქარხნის აღებას რამდენი თვე მოანდომა, ისიც ხომ გახსოვთ?
და რა გამოდის ახლა,
იმისთვის იომა 11 წელი რუსმა ამდენი, და იმისთვის ჩახოცა იქ მილიონამდე თავისი ხალხი, რომ ისევ იმ ტერიტორიიდან ფეხი ვერ გაედგა?.
და აბა, რა გამარჯვებაზე საუბრობთ პუტინიჩები?,
თქვენ, ალბათ, ბელგოროდი და კურსკის ოლქიც , სადაც აგერ უკვე 8 თვეა გადაიწია ფრონტის ხაზმა, და უკრაინელებს აქვთ დაკავებული, უკრაინის ტერიტორიაზე გგონიათ, სადღაც კიევთან ახლოს, ხო?
ტრამპსაც ასე ჰგონია?
აბა, მივიდეს ახლა და ნახოს რუკაზე, სადაა,
ჰაა, თორე მოვიდა შალიკო..
.