აგე,
“საქართველო დაიღალაო პარტიებისგანო,..”
და არა მხოლოდ ამ ქალბატონისგან გაჟღერდა ეს მესიჯი, ამერიკის და ევროპის წამყვანი პოლიტოლოგები უკვე ღიად ალაპარაკდნენ, რომ პარტიებმა თავისი დრო მოჭამეს, და რომ კაცობრიობის განვითარების შემაფერხებელ ინსტიტუციად გადაიქცნენ.
და არა მხოლოდ შემაფერხებელ, არსებობის 200 წლის განმავლოვაში სისხლის ღვრები დააყენეს პარტიებმა.
დიახ, არა მხოლოდ საქართველო, მსოფლიო დაიღალა პარტიებისგან,
ესენი ახლა მიხვდნენ ამას, თორე , ასი წლის წინ ბრძანა ილიამ , დავიღალეთო ,
პარტიები დაღუპავენო ქვეყანას,
აგვიხდა კიდეც, ხო, ?
და ილიადან ასი წლის მერე, დედამიწა ბრუნვას არ შეაჩერებს, თუ ხალხი მოინდომებს, მოითხოვს და ხელისუფლებებს აიძულებს, საარჩევნო კანონში გაწეროს მინიმუმი, რომ სახელმწიფო პარტიებს აღარ დააფინანსებს,
არც სახელმწიფო დააფინანსებს და არც კერძო ბიზნესი, და მორჩა.
თავისით გაქრებიან პარტიები,
და არჩევნებიც სწორედ ახალი, უპარტიო სისტემით ჩაატარდება და მხოლოდ დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატების მონაწილეობით.
მათი საქმიანობა მეტი გამჭვირვალეა, პასუხსაც უფრო მოთხოვს ამომრჩეველი დეპუტატის უკან გამოწვევის მექანიზმით,
ამ მექანიზმის დაკანონებაც უნდა მოვითხოვოთ.
აქვს ეს ევროპას,
აქვს, იმ ევროპას, რომელიც გვინდა.,
და რომელსაც არასოდეს გვაღირსებენ პარტიები, რაც არ უნდა დაგაყარონ დაპირებები, რომ თუ ისინი მოვლენ, მერე გახდები ევროპა.
გაწვევის მექანიზმი კი ის მათრახია, საქმეს რომ გააკეთებინებ.
გაწვევის მექანიზმი ის ბერკეტია, რომლის საშუალებით , კანონის მიღების, და გაუქმების უფლებასაც რომ დაიბრუნებ.
ნამდვილ რეფერენდუმს დაიბრუნებ, და არა იმ პაროდიას, არჩევნები რომ ქვია და ახლა რო ეძახიან რეფერენდუმს პარტიები, და გასაგებია რატომაც ხო?
დიახ, ნამდვილი რეფერენდუმი რომ არ მოითხოვო.
უნდა დაიბრუნო ეს მექანიზმები, და მაშინ შენ შეგეძლება მიიღო მთავარი კანონები და არა 150 მედროვეს და ფულის ტომარას.
შენ გახდები ბატონი, და არა შენს მიერ არჩეული!
ეგაა სისტემის შეცვლა!
და ეგაა, ილიას უპარტიო საქართველოც,
და ასეთი საქართველო მიხვდება, თუ რა არის მისი ფუნქციაც.
არის ასეთი ფუქნციაც, მიგვანიშნა ამაზეც ილიამ.
ფუნქცია აუცილებელია, სამყაროს უნდა სჭირდებოდე, რომ არსებობა გაგიხანგრძლივოს.
დავიღალეთ სწორედ, პარტიებისგან.
და ამიტომ უნდა მოვიშოროთ ის , რაც გვღლის.
და არ უნდა ამას შეცხადება , დაიწყოს ევროპამ და ამერიკამ და მივყვეთო, ჩვენც,
და პირველები რომ ვიყოთ , ვერა?
ცეცხლი მივეცით მსოფლიოს, ღვინო მივეცით , ხორბალი მივეცით, ფოლადი მივეცით, მედიცინა მივეცით, ოქროს საწმისი, ანუ სიბრძნე, მივეცით,
და უპარტიო სისტემაც მივცეთ.
როგორ,?
წერია ესეც ილიასთან.
წაკითხვა უნდა მხოლოდ,
ჰა ?
ჰა, მეთქი!
.
.