You are currently viewing 11.09.2020 პირველი ეროვნული პროექტის დაწყების დღე

11.09.2020 პირველი ეროვნული პროექტის დაწყების დღე

დღეს, ამ გაზეთის დაბადების დღეა.
გაზეთის, რომელიც, იდეური მნიშვნელობით და საზოგადოების ჩართულობით, ნამდვილად ეროვნული პროექტია.
დიახ, 2020 წლის 11 სექტემბერი ის თარიღია, როცა საადგილმამულო გაზეთის პირველმა ნომერმა დღის სინათლე იხილა.
ვისაც ამ გაზეთის ეს ნომერი აქვს, შეუძლია ჩათვალოს, რომ ძალიან დიდი ფუნქციის მატარებელი და უკვე იშვიათი გამოცემის მფლობელია.
თარიღს ახედეთ, ისევ,
ეს ის დროა, კოვიდტერორით დაშინებულ მოსახლეობას ღამის 9 საათის შემდეგ, ქუჩაში გამოსვლა რომ აკრძალული აქვს.
როცა თეატრში არ გიშვებდნენ, როცა ქორწილს და გასვენებას გიშლიდნენ, როცა აღდგომაზე სასაფლაოებს კეტავდნენ, როცა ერთად ხუთი კაცის დგომაც არ შეიძლებოდა, როცა ცოლი, ქმარს, მანქანაში ვერ უჯდებოდა, როცა საავადმყოფოებში ყველა დაავადებას კოვიდს არქმევდნენ, როცა ჯანმრთელ პაციენტს პროტოკოლებით კლავდნენ, როცა გაფუჭებულ ტესტებში, და ვადაგასულ ვაქცინებზეც კი ფულს აკეთებდნენ.
დიახ, როცა ხალხს ამ დონეზე ატერორებდნენ,
სწორედ მაშინ დავიწყეთ გაზეთის გამოცემა, და რეალობაზე და გამოსავალზე საუბარი.
და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სამედიცინო თემებზე.
რადგან ქართული ჯანდაცვა მხოლოდ ერთერთი ინსტრუმენტია იმ ბოლშევიკური, რუსული სისტემის, რომელიც საქართველოს გასაბჭოების დღიდან, 100 წელია უკვე, არსებობს.
სწორედ სისტემური ცვლილებებისთვის ბიძგის მისაცემად დაარსდა გაზეთი, და პირველივე გამოცემით დადო კიდეც მთელი გზა, თუ როგორ უნდა დაწყებულიყო ძირეული გარდაქმნები ყველა მიმართულებით.
და ნომრიდან ნომრის მეშვეობით, თანდათან, ძალიან ბევრი ადამიანის მსოფლმხედველობა შეცვალა.
შეცვალა მიდგომა საქმის კეთებისადმი, შეცვალა შეხედულება პოლიტიკაზე.-
და მოიტანა მიხვედრა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ხმაურის პოლიტიკად გასაღება ეგ, პარტიების მოგონილია,
და არანაირად არ ზის რიგითი მოქალაქეების ინტერესებში.
რომ სინამდვილეში პოლიტიკა ძალაუფლებისთვის ბრძოლა კი არ უნდა იყოს, არამედ ხელისუფლებებზე ზემოქმედების მექანიზმების დამკვიდრება და ამ მექანიზმების გამოყენებით რიგითი ადამიანების მონაწილეობა სახელმწიფო მმართველობაში.
სწორედ ამ გაზეთის საშუალებით გაიგო უამრავმა ადამიანმა, რომ რეფერენდუმით კანონების მიღების უფლება წაართვეს,
და რომ არსებობს ასეთი კანონიც, დეპუტატის უკან გამოწვევა რომ ქვია, და ისიც რომ წაგვართვეს.
და გაიგო ისიც, თუ როგორ შეიძლება ამ მექანიზმების დაბრუნება.
გაზეთმა პირველივე გამოცემაში “უპარტიო საქართველოს” იდეის შემოტანით, შეცვალა ეროვნულ იდეასთან დამოკიდებულებაც, დააკონკრეტა ეს იდეა,
და ის ფუნქციაც, რომელიც ჭირდება ერს, სამყარომ მას არსებობა რომ გაუხანგრძლივოს.
და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად დიდი იდეები ვერ ხორციელდება ამ იდეების თანამედროვეებისგან,
მაგრამ მათი გაჟღერებით ოვერტონის ფანჯრის შეღებაა შესაძლებელი.
იდეაც კოლექტიურ მახსოვრობაში ილექება, და ადრე, თუ გვიან, ზედაპირზე ამოდის, და შედეგიც დგება.
გაზეთის მკითხველებმა გაიგეს, როგორ შეიძლება შეიქმნას ადამიანური და ფინანსური რესურსიც, რომ საზოგადოებას სისტემური დანაშაულისგან თავის დაცვაც შეეძლოს, და სახელმწიფოს მართვაც პარტიების გარეშე.
გაიგეს, როგორ შეიძლება აშენდეს სოფელი, შეიცვალოს ქალაქიც, დაარსდეს ახალი ეროვნული უნივერსიტეტი, და როგორ უნდა შეიქმნას ახალი, ჭეშმარიტად ეროვნული ელიტა.
როგორ უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი პროფკავშირული მოძრაობა.
გაიცნეს ძალიან ბევრი ეროვნულად მოაზროვნე ავტორი, და გაიგეს, თუ რა არის სინამდვილეში ნამდვილი ჟურნალისტიკა,
გაიცნეს ნიჭიერი მწერლები და პოეტები, გაიგეს, თუ რა არის ნაღდი პოეზია, მწერლობა და საერთოდ ლიტერატურაც.
გაიგეს, რას უნდა ემსახურებოდეს სინამდვილეში თეატრიც და კინოც.
და ახლა, 6 წლის შემდეგ, რომ ვიხსენებ, როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი, – ჩვენი პირველი პროექტი, და სხვა დანარჩენი პროექტებიც, – თვითონაც მიკვირს, რომ ამხელა საქმეს მოვკიდეთ ხელი სრულიად უფულოდ, და მხოლოდ იმ შეგნებით, რომ აუცილებელია ცვლილებები და სწორედ იმ გზით, 150 წლის წინ რომ გაიკვალა ამ ქვეყანაში.
მიკვირს, დიახ, როგორ დაიწყო ეს საქმე ამ გაზეთით და იმ ერთეულების მხარდაჭერით, ვინც თავიდანვე დაიჯერა ჩვენი, და ვინც მერე ჩაერთო პროცესებში.
დიახ, – დაიჯერეს აქაც, და ქვეყნის გარეთაც და უამრავი ადამიანი მონაწილეობდა გაზეთის გავრცელებაში.
მათი გვარსახელები, ფოტოსურათებით დაფიქსირებულია გაზეთის ფურცლებზე და ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში ინახება, თაობებმა რომ იცოდნენ, რა დიდი საქმე დაიწყეს ამ ადამიანებმა 21-ე საუკუნის 20-იან წლებში.
დიახ, დიდი საქმე,
დიახ, პათეტიკურად ვსაუბრობ, მაგრამ ასეთ ფაქტს უხდება , და სწორედ ასეთი ფორმით უნდა ითქვას მასზე, – უბრალო და დიდ მოვლენას შორის განსხვავება რომ დაფიქსირდეს.
დიახ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ იმ ჭაობიდან, რომელშიც ვიმყოფებით, გამოსავალი არსებობს.
უნდა იცოდნენ, თუ რა უნდა გაკეთდეს ამისთვის.
უნდა იცოდნენ, რომ სრულიადაც არ არის ეს რთული, და რომ ყველაფერი შესაძლებელია,
თუნდაც იმიტომ, რომ უკვე არსებობს ერთად საქმის დაწყების და საქმის კეთების უამრავი მაგალითი,
და მათ შორის პირველი, და საუკეთესო, – საადგილმამულო გაზეთი!
მადლობა, ყველას,
ვისი მონაწილეობითაც შეიქმნა იმ ეროვნული პროექტის ისტორია, რომელსაც შეუძლია შეცვალოს მომავალი.
.
გუჯა ბიძია.
11. 09. 2026.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა