ყურადღება! . საქართველოს საადგილმამულო ფონდი აცხადებს კონკურსს “თვალსაზრისი”. კონკურსში მონაწილეებმა უნდა შეარჩიონ მათთვის საინტერესო თემა და წერილობითი ფორმით წარმოადგინონ ანალიტიკური მოხსენება შემდეგ საკითხებზე.
1- სახელმწიფო მმართველობის რეფორმა.
2- სასამართლო რეფორმა.
3- განათლების რეფორმა
4- ჯანდაცვის რეფორმა.
5- საბანკო სისტემის რეფორმა.
6- სოფლის მეურნეობის რეფორმა.
7- მრეწველობის პერსპექტიული დარგები საქართველოში.
8- სამხედრო სამსახურის და სამოქალაქო თავდაცვის რეფორმა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 25 წლის ასაკიდან.
საკონკურსო ნაშრომში გამოკვეთილი და გაანალიზებული უნდა იყო თემასთან დაკავშირებული პრობლემატიკა და მისი გადაჭრის გზები.
მასალის მოცულობა არ არის შეზღუდული.
კონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია შემდეგი ფულადი პრემიები.
პირველი ადგილი – 1000 ლარი.
მეორე ადგილი – 500 ლარი.
მესამე ადგილი – 300 ლარი.
გამარჯვებული ნაშრომი გამოქვეყნდება საადგილმამულო გაზეთის ფურცლებზე, განთავსდება ინტერნეტპორტალზე www.saadgilmamulo.ge და გაშუქდება საადგილმამულო რადიო და ტელეეთერში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო მასალა საკონტაქტო მონაცემებთან ერთად უნდა გამოაგზავნონ 2022 წლის 25 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. saadgilmamulofondi@gmail.com წარმატებას გისურვებთ.
საქართველოს საადგილმამულო ფონდი. www.saadgilmamulo.ge

ძალიან მაგარი და საშური საქმეა,ვისაც გაქვთ გამოცდილება,ცოდნა და ხედვა უნდა ჩაერთოთ აქტიურად და თანაც ქართულად მოაზროვნეები 👏🏻👏🏻💕წარამტებები
საინტერესო, მნიშვნელოვანი და დროული კონკურსია. მივიღებთ მონაწილეობას სიამოვნებით.
წინსვლა და გამარჯვება ჩვენ “საადგილმამულოს”
წინსვლა და წარმატებები. ერთობით ყველაფერს შევძლებთ
მოხარული ვარ რომ გახსენით ეს გვერდი.
წარმატებები თითოეულ მონაწილეს 👏👏