You are currently viewing 31 მარტი

31 მარტი

ცოტნეს ვუთხარი იმ დღეს,
ამ 30 წლის პოლიტნაგვობის მნახველი, პატიოსანი კაცი , უნდა, არ უნდა, ზვიადისტი გახდება, მეთქი.
დიახ, იმოდენა სხვაობაა ზვიად გამსახურდიასა და მის მერე, პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, ამ მართლა ნაგვებს შორის, რომ შედარებაც კი უხერხულია.
და რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს გამსახურდიას პიროვნების მიმართ,
უბრალო ლოგიკა ხომ უნდა გესმოდეს, მართლა პატიოსანი კაცი თუ ხარ,
რომ 1991-92 წლების სამხედრო პუტჩის სამართლებრივი შეფასება აუცილებელია, რომ აღარასოდეს განმეორდეს სისტემური დანაშაული.
და სამხედრო პუტჩის იურიდიული და მორალური კუთხით შეფასებით სამართლის აღდგენის გარდა, რამდენად მომგებიანი იქნება ქვეყნის იმ იურიდიულ სივრცეში დაბრუნება, პუტჩამდე რომ იყო, ამასაც უნდა ხვდებოდე კაცი, თუ ანალიზის უნარი გაქვს.-
შესაძლებელი გახდება ყველა ფინანსური, თუ იურიდიული ვალდებულების განულება, რომელიც გამსახურდიას შემდეგ მოსულმა არაკანონიერმა ხელისუფლებებმა აიღეს.
უბრალო ენით რომ ვთქვათ, განულება შეიძლება იმ მილიარდობით დოლარი საგარეო ვალის, რომელიც 1992 წლის შემდეგ აკიდეს ქვეყანას მავნებელმა ხელისუფლებებმა.
დაბრუნება და სახელმწიფოსთვის გადაცემა შეიძლება ყველა იმ ათასობით ჰექტარი მიწის, რომელიც გაიყიდა ამ პერიოდში უცხოელებზე, თუ ფულის ტომრებზე,
დაბრუნება შეიძლება კაპიკებში გაყიდული სტრატეგიული ობიექტების, შენობების, წიაღისეულის, და ეს მოხდება სისტემური ცვლილებებთან ერთად.
გაუქმდება ყველა ანტისახელმწიფოებრივი კანონი.
არის გზა და საშუალება, ამის გაკეთებისა, და ეს გზა ისევ ილიას სწავლებაზე გადის,
ანუ, ეროვნული პროექტების მეშვეობით ადამიანური და ფინანსური რესურსის შექმნაზე, და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებაზე გადის.
რაღაც ნაბიჯებს ვდგამთ ახლაც ამისკენ,
იწელება პროცესი, კი, მაგრამ კარგი საქმის კეთებაც გადამდები რომ არის მთქნარებასავით, ესეც ხომ ვიცით?.
დაწყება და მაგალითია, მთავარი.
მთელი 30 წელი დავკარგეთ, და ალბათ კიდევ 10 წელი დაგვჭირდება სწორ გზაზე გასასვლელად, მაგრამ თუ გვინდა მართლაც ქვეყანა ვიყოთ, ისევ ილიასკენ უნდა ვიაროთ..
და როცა მედროვეებს, ფულის ტომრებს, და პოლიტაფერისტებს წაერთმევათ ფინანსური დასაყრდენი, და სისტემაზე ზემოქმედების მექანიზმებიც დაკანონდება, ამოისუნთქავს ქვეყანაც.
მანამდე, რა შეიძლება ითქვას,
ასე თუ ისე, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, თაობები გაიზარდა უკვე ამ შეგნებით, და ეს ყველაფერი სწორედ იმ კაცის სახელთანაა დაკავშირებული დღეს რო დაბადების დღე აქვს.
და ცხონდა შენი სული ზვიად გამსახურდია,
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით ქართველის შეგნებაში დამოუკიდებლობის აღქმის ისეთი ქვაბეტონი რო ჩადგი, ვერანაირი ძალა, ვერასოდეს, რომ ვეღარ შეარყევს.
.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა