You are currently viewing 4 ოქტომბერი?

4 ოქტომბერი?

გამოდის, ამ ქვეყანაში ისევ რამკიანი ქურდების დახმარებით ლაგდება პოლიტთემები.
ხო, ასეთი პაზლი დაჯდა,
როცა კალაძის კადიროველ ჩეჩენთან მარიაჟობის საპასუხოდ ბურჭულაძემ ქურდის შვილის ქორწილში გადაღებული ფოტო გამოდო სოცქსელში, და გრიგოლიასთანაც ეთერში, მეორე ქურდთან მეგობრობაც დაადასტურა.
არ არის ეს დამთხვევა, და შემთხვევითობა.
კალაძეს ზახოდსაც ორმაგი დანიშნულება ქონდა,
და რა თქმა უნდა პირველ რიგში თავის თანაგუნდელებს, და მამამარჩენალს გაუგზავნა მესიჯი,- თუ ვინმემ სამტრედიელის წინააღმდეგ გათხრები დაიწყო, რომ იცოდეს, მხოლოდ ყანდიაშვილის ტროლების ფაბრიკის იმედით რომ არ არის კარლოვიჩი.
ხოლო, ბურჭულაძეს და სხვებსაც, – ვინც 4 ოქტომბრის მზადებაშია, და ყველა წვრილმანს აქცევს ყურადღებას,- სწორედ მათკენ გადმოკრულად უნდა მიეღოთ და ასეც აღიქვეს კიდეც, კალაძის გზავნილი – თუ რობოკოპები უარს იტყვიან დარბევებზე, სპეცნაზის ფორმებში გადაცმული ჩეჩნების გამოყვანაც შეგვიძლიაო.
აბა, ნახევარმილიონიან ფერარს ტყუილად არ ჩუქნიან არავის.
ამიტომაც გააკეთა რეაქცია ბურჭულაძემაც.
მის ამ კავშირებზე არც ერთ ბობოლა ქოცს არ ამოუღია ხმა.
არ გიკვირთ, რატომ?
ბიუჯეტის ვირთხებმა კარგად იციან ციხისგან რომ არ არიან დაზღვეულები, და ციხე კიდევ ქურდების რომ არის.
და რაიმე რომ შეეშალოთ, პასუხს არა მხოლოდ ციხეში, ციხემდეც რომ მოთხოვენ, – ესეც კარგად იციან.
გამოდის, ოპოები ქოცს მისივე იარაღით ეომებიან, – შავებით რომ აშინებენ.
და არა მხოლოდ ფოტოებით.
ანუ,
4 ოქტომბერს ერთ მხარეს ქოცი – სპეცნაზით, ზარალას და ფარცხალაძის ბრიგადით, და ჩეჩნებით შეიძლება დადგეს,
და მეორე მხარეს, – ათასობით პროტესტანტი, და იქვე ნაცებიც, ყველანაირი შედეგით რომ იხეირებენ, და აქაც შავების ბრიგადები.
ძირითად მაყუთს ვინ გამოდის ახლა უკვე გასაგებია.
მაშინ აღარც ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებები მიკვირს,
თორე არ ჯდებოდა ლოგიკაში, მისი რეაქტიული ფსიქოზი, და აკვიატება ამ 4 ოქტომბრის მოლოდინებთან დაკავშირებით, დაბეჯითებით რომ საუბრობდა, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილიაო,
ყოფილი ძალოვანებიც რო შეკრიბა ამერიკაში, და განცხადება გააკეთებინა, – მესიჯი გაუშვა იმანაც აქ დარჩენილებთან.
ვინ ვინ და შაიშმელაშვილმა ყველაზე კარგად იცის, სპეცსამსახურებშიც, და სამინისტროებშიც, ვინ ვის მინდორზე ძოვს ბალახს, და ვინ რისი გამკეთებელია ბოლო მომენტში, და რა ფასად.
და თუ ყველაფერი მართლაც ასეა, და ამდენი ფული იხარჯება ორივე მხრიდან, ვერ არის მაშინ საქმე კარგად.
იმ გაგებით, რომ ორივე მხარე ყველაფერზე იქნება წამსვლელი, და ამ პოლიტრაზბორკებში ისევ ალალები გაიჭყლიტებიან.
აბა, სხვებს კი გამოუჩნდება პატრონი.
რავი,
არ ვაპირებდი 4 ოქტომბერს გასვლას აქციაზე, მაგრამ ახლა წავალ,
არ ვიცი რამდენი პარასკევი დამრჩა კიდევ, მაგრამ არ მინდა ისიც იმ ფიქრში გავატარო, რო შემეძლო ვინმე გოგო და ბიჭის გარიდება მოქნეული ხელკეტისგან და არ გავაკეთე.
ხო, მხოლოდ ამ მიზეზით თუ გავალ.
თორემ დარწმუნებული ვარ საზოგადოება არაა მზად ცვლილებებისთვის, და თუ ცვლილება მაინც დაიწყო, ისევ მამაძაღლები ისარგებლებენ.
და თუ ვინმე ახლა გაიფიქრებს, ხალხი ამას აღარ დავუშვებთო, გადაიკითხოს თავიდან, რაც დავწერე.
რა ხალხი..
ჩემი პატივისცემა ალალებს და გულწრფელებს, მაგრამ მათგანაც ძალიან ბევრი საერთოდ გარტყმაში არაა, რა არის სისტემა, და რაზე დგას, რა გარე ძალები აკონტროლებენ, და რა ძალაუფლება და რამხელა ფული დევს სასწორზე, და ვიღაც ახალგამოჩეკილ პროტესტანტებს არავინ მიუშვებს სათავესთან.
პირიქით, პირველ რიგში მათ გაანეიტრალებენ.
ხო, ჩვენ არც მზად ვართ, და საერთოდ საზოგადოებაც არა ვართ ჯერ, და არც თავის დაცვის მექანიზმები არ გაგვაჩნია.
მექანიზმები, – ანუ, არც რეფერენდუმის უფლება გვაქვს, არც არჩეულის ვადამდე უკან გამოწვევის კანონი არა გვაქვს, და არც არავინ ახსენებს ამ მექანიზმებს ოპოზიციიდან.
შესაბამისად, არც სისტემა არ შეიცვლება, სანამ სსრკ მენტალობის პოლიტნაგვები ალაგებენ თემებს.
არაფერი არ შეიცვლება, ხო,
ვიდრე 2000 წლის მერე დაბადებულთა თაობა არ მოვა პოლიტიკაში, და სულ სხვა პოლიტიკური აზროვნებით.
პრინციპში, აქამდეც ბევრი არაფერიც დარჩა, და ალბათ დამთავრდება უდაბნოში ჩვენი 40-წლიანი სიარულიც.
გავძლოთ, ცოტა, კიდევ,..
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა