You are currently viewing

დღევანდელი დღე, ნათლისღება, მინდა მივულოცო ადამიანს, რომლის სიტყვას ათიათასკაციანი შეძახილის ძალა აქვს,
რომლის სიტყვა, პასუხიცაა , თვეობით თავისმტვრევაზე , თუ რა უნდა ვქნათ და როგორ.
რომლის ლექსადწყობილები უფრო ძვირფასია, ვიდრე ასობით თეორიები ქვეყნის გადარჩენის, რადგან რაც წაიკითხე , თუ ფეხზე წამოგაგდო, ესე იგი არ ხარ ცოცხალი ლეში, ესე იგი ჯერ კიდევ ხარ ქართველი, და ესე იგი, ჯერ ყველაფერი არ არის დაკარგული.
და როცა ვფიქრობ , სად არის ბოლო, სად არის საზღვარი, და ამის მეტი , და ამაზე მართალი, და ასე ტკბილმწარედ, როგორ უნდა თქვა, მეთქი,
და კვლავ, უფრო, და უფრო, მაღლა სწევს თამასას.
და გაიძულებს შენც, დაუკვირდე შენს ნათქვამს, თუ შენს ნაკეთებს.
ერთსაც ვიტყვი, იქნებ, იქნებ კი არა , ღმერთმა ჰქნას, და უნდაც ჰქმნას , რომ სიტყვის მთქმელი უკეთესი დაბადოს ერმა, მომავალში, მაგრამ დღეს, უპირველესია და მის ტახტს არა აქვს სქესი – დღეს ქალბატონი ზეინაბ მეტრეველი მეფეც არის და დედოფალიც თანამედროვე ქართული პოეზიისა.
ნათლისღების დღესასწაულს ვულოცავ, ჩვენი გაზეთის ” საადგილმამულოს” ნათლიას.
დიახ, მან გვაჩუქა სახელი “საადგილმამულო”, და მადლობა ამ პატივისთვის,
დაე, ჰფარავდეს ნათლისღების მადლი, მას, და სრულიად საქართველოს.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა