You are currently viewing 8 აპრილს, ყველანი რუსთაველზე!

8 აპრილს, ყველანი რუსთაველზე!

ერთი კარგი ამბავიც, ძალიან კარგი ამბავი!
დღეს , 2025 წლის 2 აპრილს,
პროტესტის 126-ე დღეს,
რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ბოლოსდაბოლოს, გამოჩნდა მიკროფონები, მიკროფონებთან ხალხი, და პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებმა ახალი მოძრაობის დაწყება და წინააღმდეგობის კომიტეტის შექმნა დაანონსეს.
პრინციპში, ეს განცხადება მანიფესტი იყო თავისი შინაარსით.
რადგან მანიფესტისთვის აუცილებელ ყველა თეზას შეიცავდა,-
იყო ძალიან მართებულად შედგენილი, რეალობიდან გამომდინარე ძალიან მიზანმიმართული მოწოდებებით, მოთხოვნებით, და სამოქმედო გეგმით, –
ბოიკოტები, გაფიცვები, ქალაქის ძირითადი მაგისტრალების გადაკეტვები,
შემექმნა შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსებს ძალიანაც არ დაეხატათ გულზე ეს ფაქტი, რადგან დღევანდელი განცხადება 31 მარტის აქციაზე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული უშინაარსო “პლატფორმის” ძლიერ საპირწონედ გამოჩნდა,
და ეს რომ მართლაც ასეა, პოლიტიკოსების ცალყბა კომენტარებია დასტური დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით,
არც ელოდებოდნენ , არც კი გამოსულან დღეს აქციაზე, და პარტიულ ტელევიზიებსაც ძალიანაც არ მოუკლავთ თავი დღევანდელი მანიფესტის გაშუქებით,
და ეს კარგია, ძალიანაც კარგია, და გასაგებია, რატომაც ხო?
დიახ, პარტიები საერთოდ უნდა ჩაიხსნან პროცესებისგან.
ახალი მოძრაობის პირველი დიდი აქციის დღედ 8 აპრილი ჩაინიშნა,
პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებს დასაკარგავი აღარაფერი აქვთ, – შვილები ციხეში ყავთ, თვითონ 4 თვეა ქუჩაში დგანან,
რავი, მოვა 8 აპრილიც,
და ვნახავთ, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს, რომ 126 -ე დღეს, პროტესტიდან მართლაც ახალი სახალხო ძალა ამოიზარდა, რომელსაც აქვს ძლიერი მოტივაცია, რომელიც არ დაიხევს უკან, რომელიც თავისთავზე აიღებს პროტესტის ხელმძღვანელობას, და იომებს ბოლომდე.
მართლაც, ბოლომდე!
დანარჩენი ხალხზეა დამოკიდებული.
მოკლედ,
8 აპრილს, ყველანი რუსთაველზე!
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა