You are currently viewing ჩინეთის სახელობის საუკუნე

ჩინეთის სახელობის საუკუნე

მეორე მსოფლიო ომის მერე, 40-იანი წლების ბოლოს, კრემლში, პოლიტბიუროს სხდომაზე, მაო ძედუნის განცხადებას განიხილავდნენ, უხაროდათ.
აგე, ჩინეთი მე-16 რესპუბლიკად გვთხოვსო მიღებას.
თავზე გადაახია სტალინმა პოლიტბიუროს წევრებს მაოს განცხადება,
დურაკებოო, რა გამოდისო, ჩვენ კი არ შევიერთებთ, ის შეგვიერთებსო.
ისტორიას უყვარს გამეორება, იუმორის გრძნობაც აქვს ისტორიას.
ყოველ ხუთ წუთში დებდნენ ინფორმაციას,-
სი უკვე მოფრინავს, სი მოსკოვს მოუახლოვდა, სი აეროპორტში, აგერ მისი მანქანა, აგერ მისი სასტუმრო, აგერ, სი წითელ მოედანზე, აგერ სი კრემლთან.
ალბათ ასე ხვდებოდნენ 700 წლის წინ მონგოლთა ყაენსაც.
ბოზი ქალივით გაუწვა რუსი ჩინელს,
დასავლეთი და ნატო მონაგონი იქნება, რა დღეშიც ჩინეთი რუსეთს ჩააგდებს.
ნუ, უკვე გავიგეთ, ვინ გაიმარჯვებს მესამე მსოფლიო ომში, და ისე, რომ ერთ ტყვიასაც არ გაისვრის.
და ვატყობ, ჩვენი პოლიტნაგვებიც მალე გაეშურებიან პეკინს თაყვანისსაცემად.
21-ე საუკუნე ჩინეთის სახელობის საუკუნე იქნება.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა