
ერთი შეხედვით უცნაურად სჩანს,
როცა ხელისუფლებაც სისტემურად პრორუსულია , ოპოზიციაც პრორუსულია, და ეროვნულად წოდებულების უმრავლესობაც კი რუსულ საწოვარაზე არიან მიერთებულნი, და საერთოდ, მთელი ქართული პოლიტსივრცე წარმოშობით, ბუნებით და მენტალობით პრორუსულია, რატომ ეშპილკავება ეს ჯამაათი ერთმანეთს?
და მით უფრო უცნაურია, რატომ აცხადებს ყველა ღიად, რომ ევროპული კურსი უჭირავთ, და ღიად თუ ყველა არ აცხადებს, რატომ გაურბის ყველას თვალი დასავლეთისკენ?
რა თქმა უნდა ორი ბატონის მსახურის ფსიქოტიპი, და თავის დაზღვევის მომენტი იკვეთება აქ, მაგრამ ამ მომენტის დიფერენცირებაც შეიძლება.
და პასუხი, კითხვაზე, თუ რატომ უპირისპირდება ერთმანეთს მთელი ეს პოლიტიკური ბიდლო, იმ ლაქიის ფსიქოლოგიაში იმალება, ბატონს რომ სურს აჩვენოს, რომ მას სხვა მონაზე უკეთ შეუძლია მორჩილება.
ხოლო ევროპული კურსის დეკლარირება, ისევ ბატონთან ვაჭრობის თემაა, ორმაგი თამაშიც, თავის დაზღვევაც, და კიდევ ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, იმ უბრალო სტერეოტიპითაც შეიძლება აიხსნას, საბჭოური კვერცხიდან გამოჩეკილ ფულის ტომრებს და პოლიტროჟებს რომ აქვთ, –
ფულის კეთება ყველაზე უკეთ და მარტივად შეიძლება პოსტსაბჭოთა სივრცის მოსახლეობის ძარცვით,
ანუ, აქ,
მაგრამ ნაძარცვი ფულის ხარჯვა და დაბინავება მხოლოდ ევროპაში და ამერიკაში, სადაც მათ ქონებას მეტი დაცულობა და უსაფრთხოება აქვს.
ეს არის მათი სტერეოტიპი და მოქმედების ანი და ბანი.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი,
დიდმა ფულმა არ იცის რუსი, ევროპელი, ამერიკელი, და ჩინელი
შესაბამისად რუსეთის, ევროპის, ამერიკის და ჩინეთის პოლიტიკური ელიტა მსოფლიო ფინანსური წრეების ინტერესებს და გლობალისტებს ემსახურება, და აქედან გამომდინარე , ჩვენი ქართული პოლიტჭაობისთვისაც მნიშვნელობა არა აქვს რომელ შუამავალთან დაიჭერს საქმეს, – რუსეთთან, ევროპასთან, ამერიკასთან, თუ ჩინეთთან, როცა ქვეყანას ყიდის,
მყიდველი ერთია – შუამავალი არის სხვადასხვა.
ქართული პოლიტიკა მუდამ ასეთი იყო და იქნება მუდამ გამყიდველი, სანამ არ შეიცვლება პოლიტიკური აზროვნება და წინ არ წამოვა, არა ბრძოლა ხელისუფლებისთვის, არამედ ომი ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმების დამკვიდრებისთვის.
ქართული პოლიტიკა მუდამ იქნება ჭაობი, სანამ სხვადასხვა პოლიტმიმართულებას უაზროდ ადევნებული , უკანასკნელი ობივატელიც არ მიხვდება, რომ მისი მთავარი და მოსისხლე მტერი ის არის, ვისაც ხმას აძლევს, როგორც უმცირეს ბოროტებას.
ის არის მტერი და არა სხვის მიერ არჩეული, და მით უმეტეს, არა სხვისი ამომრჩეველი.
პასუხი შენს მიერ არჩეულს უნდა მოთხოვო!
რადგან, ავტოკრატიული სისტემის მიერ ჩატარებულ არჩევნებში პატიოსნად ვერავინ გაიმარჯვებს, და თუკი ვინმე სისტემაში ჩასვეს, თავისი ნებით არც არასოდეს მოიხედავს შენსკენ.
ამიტომ უნდა მოსთხოვო პასუხი გაცემულ დაპირებებზე, რომ სიტყვა შეასრულოს, და საქმე ისე აკეთოს, რომ მთელი საარჩევნო ვადა მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის გინებაში არ დაკარგოს.
შენი უნდა ეშინოდეს შენს მიერ ამორჩეულს, და არა პოლიტიკოსების.
მაგრამ ეს რომ დაინახო, და რომ მიხვდე რაც უნდა გააკეთო, ჯერ შენ უნდა გამოძვრე საბჭოური კვერცხიდან.
ამიტომაც, თუკი ვინმეს ნახუიზე გაშვება მოგინდა, ამ მისამართზე ჯერ ის მენტალობა და სისტემური აღქმები გაუშვი 1921 წლის მერე რომ ჩაგიდო რუსმა თავში,
პოლიტმესიების მოლოდინი გაუშვი ნახუიზე, ხო,..
და სწორედ ამით დაემშვიდობები რუსეთს საბოლოოდ.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)