You are currently viewing როგორ გავპარსოთ ცხვარი

როგორ გავპარსოთ ცხვარი

სანამ პოლიტსპექტაკლებით ართობდნენ, და ცხრაზღვასა და ცხრამთას იქეთ ომებით აშინებდნენ ხალხს,
და იმ ამბებზეც აქაქანებდნენ, ვისი ვიოლინო ვის როიალშია,
აი, ამათ, ძარცვის ახალი მეთოდი მოიფიქრეს.
მომავალი წლის გაზაფხულიდან ქონების გადასახადს შემოსავლიდან კი არ დაგიანგარიშებენ, არამედ თქვენი კუთვნილი ქონების ფართიდან.
და გამოდის, რომ ის, ვისაც სოფლად ბაბუამისის დატოვებული სანახევროდ ჩამოშლილი 200 კვადრატი სახლი აქვს, იმავე რაოდენობის გადასახადს გადაიხდის, ვინც ქალაქში , 200 კვადრატი ევრორემონტიანი ოფისით მილიონებს შოულობს.
შემოსავალი არა გაქვთ, და ვერ გადაიხდით?
იძულებულს გაგხდიან, კაპიკებში გაყიდოთ,
რადგან ჯარიმებში მაინც ჩამოგართმევენ სახლს, ბინას, მიწას, და იმათ მიყიდიან და ისევ კაპიკებში , ვისაც შემოსავალი აქვს,
და ვის აქვს ამ ქვეყანაში შემოსავალი?
მართალია, – პოლიტაფერისტებს, ჩინოვნიკებს, ბანკირებს, და ჩამოსახლებულ უცხოელებს.
ხო სამართლიანია, არა?
არა, სულ მიკვირდა, რა მოეჩვენათ, რატომ ურეგისტრირებენ მეთქი უფასოდ ხალხს მიწებს,
უფრო მეტიც, 2023 წლის 1 სექტემბრიდან პასუხისმგებლობიდან და ჯარიმებიდან გაათავისუფლეს ყველა ვისაც უკანონოდ, და ყალბი საბუთებით ჰქონდა მიწები დარეგისტრირებული, და ის უკანონოდ მითვისებული მიწები საკუთრებაში დაუტოვეს.
აი, რატომაც,
ახალი ფულის საჭრელი სტანოკი რომ ყოფილიყო, და საწველი ძროხაც.
ნუ, კაი, იმათაც მოწველიან ვისაც რამდენიმე ბინა აქვს და აქირავებს,
ესეც გასაგებია, მაგრამ ვისაც არაფერი აქვს, არც ოფისები, არც ბინები, არც მიწები, იმათ სასაფლაოს ფართიდან რომ მოთხოვონ ქონების გადასახადი არ გამიკვირდება,
და იმათაც, კიდევ, ვისაც 46 ზომის ფეხსაცმელი აქვს.
ხო, ფეხსაცმელიც ფართის მქონე საკუთრებაა, ძმაო.
გაგეცინება კაცს, ვინც ამ 30 წლის განმავლობაში ომობს საკუთარ მოსახლეობასთან, იმ პოლიტნაგვებისგან რომ გესმის, “აბა, ომი გინდაო”?
ომში არა ვართ?, აბა, სადა ვართ,
არა, რა,
ამ სისტემის ზადნი პრახოდიდან ჭიის წამლით დაყრილი პარტიები პოლიტსივრცედან თუ არ გავუშვით, და არ გავაქრეთ, საცხოვრებელს კი არა და დასამარხ ადგილს მართლა არ დაგვიტოვებენ ამ ქვეყანაში.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7

.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა