ილიკო ჩიგოგიძემ 3 მანეთი მომცა და არ თქვაო, და რაფერ ვთქვაო, ის პატარა ბავშვი რომ ამბობს, ე, ისეთ დღეში ვიყავი მე,
არა, ან 3 მანეთს ვინ გაძლევს,
იმის თქმა მინდა, რომ არ მქონოდა ამ ახალწლებისას მორატორიუმი გამოცხადებული პოლიტიკურ თემებზე, უფრო ადრეც გამოვფენდი ამ ფოტოს,
და წარწერით
“ტრანსფორმერის მობრუნება”
ხო, ჩემო ბატონო,
დამთავრდა ახალი წლები და გახსნილდა პოლიტთემებზეც.
და მინდა ვსთქვა, რომ ჩემის ჰაზრით, დიქტატურისკენ მივდივართ, და დიიდი ნაბიჯებით,
არა მხოლოდ ჩვენ, საერთოდ მსოფლიო მიდის ამისკენ.
მსოფლიო მართველობისკენ,
და ყველა ქვეყანაში მსოფლიო მამების მიერ დანიშნული მეთვალყურებით.
და შეიძლება, ამ ჩვენს მეთვალყურეს არც ძალიან უნდა ის, რასაც აკეთებს, და რაც უნდა გააკეთოს მომავალშიც, მაგრამ იძულებულია.
იძულებულია ისიც, და იძულებული იქნება სხვა ნებისმიერიც, ვინც არ უნდა დანიშნონ მის მერეც.
და თქვენ ისევ გგონიათ, რომ თქვენ ირჩევთ ვინმეს?
ხალხს რომ არჩევნებით რაიმეს არჩევის საშუალება ჰქონდეს, საარჩევნო ყუთებამდე არავინ მიუშვებდაო, ჯერ კიდევ როდის თქვა ეს მარკ ტვენმა,
და ჩემი თუ არ გჯერათ, მას მაინც დაუჯერეთ.
გითხრათ, კიდევ რა თქვა?
უფრო ადვილია ადამიანი გაასულელო, ვიდრე დაარწმუნო იმაში, რომ გაასულელეს.
ეგ არის, და ზედ არის.
და გამოსავალი?
კი ვთქვი, და არაერთხელ,-
1-ქვეყნის შიგნით, თავისუფალ მიწებზე კანუდოსური ტიპის დასახლებები,
2- ქვეყნის გარეთ კავკასიური სახლი და საერთოდ მსოფლიო მცირე ერების კავშირი, ცენტრით საქართველოში.
და ვინ და როდის, და როგორ გააკეთებს ამას?
წაიკითხეთ ილია, და კარგად წაიკითხეთ,
სწერია, იქ ყველაფერი.
მე წავედი, რეპეტიციებზე, რომ ეს ყველაფერი, და სხვაც ბევრი რამ, კიდევ ერთხელ, სპექტაკლითაც გითხრათ.
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.