You are currently viewing აგენტობიდან სამრეცხაომდე

აგენტობიდან სამრეცხაომდე

აი, ის, რისთვისაც სჭირდებათ ფულის ტომრებს ამ ქვეყანაში რუსული კანონები.

უფრო სწორედ, ვის სჭირდება სხვების ფულების კონტროლი, და საკუთარზე უკონტროლობა.

ამიერიდან საქართველო დიდი შავი ფულის სამრეცხაო გახდა.

საგადასახადო კოდექსში შესწორება შევიდა, და ამიერიდან ნებისმიერს, ვისაც კი ოფშორებში ფული, აქციები და სხვა რაიმე სახის ქონება და აქტივი აქვს, შეუძლია საქართველოში გადმოიტანოს.

ამ ოპერაციის ფარგლებში უცხოური საწარმოს, ან ფიზიკური პირების შემოსავალი საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად განიხილება, და გადასახადებიდან თავისუფლდება.

შესაბამისად არ შეეხებათ სანქციებიც.

ანუ, ოფშორების კანონით რა გამოდის,

300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთს თუ შემოიტან საზღვარზე 18%-ს უხდი სახელმწიფოს,

და მილიარდ დოლარობით შავ ფულს, იახტას, ნახატებს და მანქანებს თუ შემოიტან გადაიხდი 0 %-ს?

და რუსული კანონით რა გამოდის?

თუ ამერიკის რომელიმე ორგანიზაციის გრანტი გაქვს მიღებული, ხარ აგენტი.

და თუ ოფშორიდან შავ ფულს შემოტან, და თან არ დაიბეგრები, – მაშინ ერისკაცი?.

აფსუს, რას ვერ მოესწრო კოლუმბიელი ნარკობარონი, პაბლო ესკობარი, თორე იცხოვრებდა ასი წელი ბედნიერად სადღაც ბათუმში, ან ქობულეთში, თავის მილიარდებთან ერთად.

სამაგიეროდ სხვა მაფიოზებს, ქართველი იქნება, ამერიკელი, ჩინელი, იტალიელი, თუ რუსი, შეუძლიათ სამოთხეში იგრძნონ თავი.

აუწყვეს კომფორტი.

ნარკობარონზე გამახსენდა,

გამახსენეთ ერთი, ვის უნდოდა საქართველოში კანაპლიის პლანტაციების გაშენება?

იქნებ, ვინმეს ჰგონია, რომ გადაიფიქრა?

.

Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა