და კიდევ ერთიც, გუშინდელ თემებზე და მორჩა, ჩუმად ვარ,..
აგე, ჩემს არქივს ვათვალიერებ, და ვფიქრობ ერთ უცნაურობაზე..
მილიარდები აქვს და ისე ცხოვრობს, რომ ტუალეტშიც დაცვა დაჰყვება, და ფანჯარას ახლოს არ ეკარება, ვინმემ გარედან არ დაინახოს,
საჭმელსაც, სანამ თვითონ პირს დააკარებს სხვა ამოწმებს,
ხო, რავიცი, ვინმემ რომ არ მოწამლოს,
ეგ არაფერი, – სიძულვილს გრძნობს ყველასგან, და მასაც სძულს ყველა, ისინიც კი, ვინც გვერდით ჰყავს, რადგან იცის, მხოლოდ ფულის გამო არიან მასთან ,
მიტომაც ყოველი კაპიკის დაკარგვისას ინფარქტამდე აჟრიალებს,
გაკოტრება არა მხოლოდ მარტო დარჩენას ნიშნავს მისთვის, არამედ ციხესაც – მესმის, ხო, ასეთი წესი, მისი არჩევანია..
მაგრამ საკუთარ შვილს ასე როგორ უნდა გაუძაღლოს ცხოვრება , რომ ქალაქში თავის ჭკუაზე, და გემოზე ვერ გაიაროს, ძმაკაცი და დაქალი თავის ჭკუაზე ვერ შეარჩიოს, ვერ დალიოს, ვერ მოწიოს, ვერ იმღეროს, ვერ იყვიროს, ვერ იჩხუბობს, ვერ შეიყვაროს, თავის გემოზე ვერ დაიღამოს და ვერ გაითენოს?
ასეთისთვის ვერასოდეს იქნება ეს ქალაქი მშობლიური, და არც მის ქუჩებზე ექნება არასდროს მონატრება.- ვერც ვერავის დაგვაჯერებს, რომ ეს ქალაქი და ეს ქვეყანა უყვარს.
მართლა ალალად შემეცოდა გუშინ ის ბავშვი აქციაზე, აშკარად ეტყობოდა, თავისი ნებით არ იყო იქ.
ასეთი მილიარდები გავხან მე,
ნუ, კაი,
სჯობია უცნაურობაზე და უცნაურებზე საუბარს შევეშვა, და კაი მასტებზე ვთქვა, რაღაც..
ხოოდა,
აი, უბატონო, უუფროსო და თავისუფალ ხალხს გაუმარჯოს!
.