ახლა, ამან, მე რო დამაფინანსოს, მე აგენტი გამოვდივარ, და მთავრობა უცოდველი კრავი, ხო?
რა ხდება, და ამასობაში, პრემიერი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.
იმის შემდეგ, ხო, რუსთაველზე გოგობიჭებს რომ ულაწუნეს.
შეგახსენებთ, “მსოფლიო ბანკი” ის ორგანიზაციაა, წლების განმავლობაში ფერად რევოლუციებს რომ აფინანსებდა მსოფლიოში სოროსთან ერთად, სულ ახლახან კოვიდტერორი რომ დააფინანსა, ხოლო, იმ სამედიცინო ექსპერიმენტებს, – რომლის დროსაც პაციენტები საცდელ ბაჭიებად ჰყავთ, – ახლაც აფინანსებს ჩვენს ქვეყანაში.
და საერთოდ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციამ უამრავი პროექტი დააფინანსა ჩვენთან, რომელთა საერთო ღირებულება 4 მილიარდი დოლარია.
უფრო მეტიც, საქართველო ეს დღეები “აზიის განვითარების ბანკის” 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს, და ამ ფორმატში ამ ბანკის პრეზიდენტთანაც მოხდა შეხვედრა, – ამ ბანკმაც, 17 წლის განმავლობაში მილიარდზე მეტი დოლარი ჩადო სხვადასხვა პროექტში, და მათ შორის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტებში, შესაბამისად, ჩვენი ინფრასტრუქტურის, პორტების, გზების, და წიაღისეულის შესახებ ყველაფერი იცის ამ ბანკმა, ყველა დეტალი.
დაგიზუსტებთ- ეს ორივე ორგანიზაცია, კერძო ორგანიზაციაა,
ერთი ამერიკული, მეორე ფილიპინებშია რეგისტრირებული.
და, კიდევ ერთხელ ვიკითხავ, ახლა ამ ორგანიზაციებმა, მე რომ დამაფინანსოს, მე ამერიკის და ფილიპინების აგენტი გამოვდივარ, და მთავრობა მამა აბრამის ბატკანი, ხო?
ლოგიკა სად არის?
არ არი, ხო,?
უფრო სწორედ არის ერთი ლოგიკა,
როგორც ქურდების წინააღმდეგ შემოიღო ნაცმა კანონი, და ყველაზე დიდი და ოფიციალური ქურდი გახდა თვითონ, ქოციც აგენტების კანონის მიხედვით ყველაზე დიდი აგენტი გამოდის.
ქურდი ხომ არის, -ახლა აგენტიც ხდება.
ეს ორი შეუთავსებელი რამ – ქურდული და ბოზური, – ერთმანეთთან რო შეათავსო, ამასაც ნიჭი უნდა ალბათ.
და დოჩანაშვილის თქმის არ იყოს, ახლა მაინც გაიგე, რაიმე, გერასიმე?
გერასიმემ იქნებ ვერა, მაგრამ სხვებმა მაინც ხომ უნდა მივხვდეთ, რომ კარგი ხელისუფლება არ არსებობს, და ხომ უნდა მივხვდეთ, რა არის მთავარი – კანონის რეფერენდუმით მიღების და შეცვლის უფლება – რითიც შეგვეძლება ამ ყველაფრისგან თავის დაცვა.
უფლება, რომელიც ჯერ კიდევ 30 წლის წინ წაგვართვეს, უნდა დავიბრუნოთ.
თუ არ გვსურს, კიდევ 30 წელი ვირბინოთ აქციიდან აქციამდე.