
ეს დროშა უნდა დაბრუნდეს!
დროშა, რომელიც პირველად 1917 წლის 25 მარტს გამოჩნდა, ქუთაისში, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიტინგზე.
შემდეგ კი იმავე წლის 9 აპრილს მცხეთაში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებასთან დაკავშირებულ სახალხო დღესასწაულზე.
დროშა, რომელიც ეროვნულ დროშად გადაიქცა საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე,
დროშა, რომლის შექმნაში მონაწილეობა მიიღო იაკობ ნიკოლაძემ, ექვთიმე ღვთისკაცმა, და დიდმა ივანე ჯავახიშვილმა.
და ამ დროშასთან ხელი არა აქვთ სოციალ -დემოკრატებს, არც აღიარებდა ამ დროშას კარგა ხანია ჟორდანიას პარტია, ილიას მკვლელი, ყოველივე ეროვნულის მტერი, რუსეთის სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთ განყოფილებას რო წარმოადგენდა, საქართველოს მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში რომ მოიაზრებდა, და საბოლოოდ ჩააბარა კიდეც რუსეთს საქართველო.
ეს დროშა უნდა დაბრუნდეს!.
ამ დროშით 1918 წელს აჭარა დაიბრუნა საქართველომ.
ამ დროშით გაიწმინდა თეთრგვარდიელებისგან აფხაზეთი, სოჭის და ტუაფსეს ჩათვლით.
ამ დროშით ებრძოდა საქართველო რუსის ხიშტს 1921 წელს,
ამ დროშით აუჯანყდა 1924 წელს,
ამ დროშით იცავდა ქართულ ენას 1978 წელს.
ამ დროშით იდგა 1989 წლის 9 აპრილსაც,
ამ დროშით აღადგინა დამოუკიდებლობა 1991 წელს.
ამ დროშით ომობდა აფხაზეთშიც..
ეს დროშა ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა, და ამიტომაც ცდილობენ დაგვავიწყონ, დაგვიკარგონ, გააქრონ!
და რა?
რამდენი ხელისუფლება მოვა ყველამ თავისი პარტიული დროშა უნდა გახადოს სახელმწიფო დროშად?
და თან ტამპლიერთა ორდენის დროშა?
ერთხელ ისეთიც მოვა, დროშად საკუთარ ნიფხავს რომ აგვიფრიალებს!
ეს დროშა უნდა დაბრუნდეს!
უნდა დაბრუნდეს ჯერ თუნდაც აივნებზე, უნდა დაბრუნდეს ჯერ თუნდაც ქუჩებში, უნდა დაბრუნდეს აქციებზე, ღონისძიებებზე, დაწესებულებებში, უნდა დაბრუნდეს ფილმებში და სპექტაკლებში, უნდა დაბრუნდეს ჯერ ყველგან, რომ მერე საბოლოოდ დაბრუნდეს!
ეს დროშა ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის სიმბოლოა და თუ მართლაც თავისუფლება გვინდა, და თუ მართლაც დამოუკიდებლობა გვინდა, ამ დროშის დაბრუნებით უნდა დავიწყოთ!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)