კიდევ ერთი ადგილი, სადაც ახალი სოფლის შენებას ვიწყებთ.
ახლა უკვე ქუთაისთან,
ქალაქიდან სულ 25 წუთის სავალზეა,
ქუთაისის აეროპორტთან, და ცენტრალურ ავტობანთან ახლოს, იქვე დასახლებული პუნქტიცაა, ყველა კომუნიკაციით.
აქ კი 10000 კვადრატი თავისუფალი მიწაა.
კვადრატულის ფასი 4 ლარად,
დიახ, 4 ლარად.
სულ რაღაც 2000 ლარი უწევს ერთ სამოსახლოს, – 500 კვადრატს,
ორი თვის ბინის ქირაა ეს თანხა თბილისში, ორი თვის, და არც არის კიდევ.
და გეკითხებით ახლა, რატომ უნდა იყიდოს ეს მიწა რუსმა, თურქმა, არაბმა, ჩინელმა და ინდოელმა, და არ უნდა იყიდოს ქართველმა?
ორ და სამ ბინას რომ ყიდულობს ზოგი თბილისში, მიწებიც იყიდოს, მიწები,
სადაც კი ნახავს იყიდოს, თორემ სულ მალე დადგება დრო, ქართველს ფეხისჩასადგმელი კი არა, დასასაფლავებელი მიწა აღარ დარჩება საქართველოში.
დიახ,
მარტყოფისველის დასახლების მსგავსი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, ქუთაისის მახლობლადაც..
აქაც იგივეს ვგეგმავთ რაც მარტყოფისველზე, – სოფლის მეურნეობასთან ერთად, სტამბა, ტელე და რადიო სტუდია, პროფესიული სასწავლებელი, რომლის ბაზაზე დაიწყებს მუშაობას ახალი უნივერსიტეტი.
და ასე უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ, მარტყოფში, და აქ, ქუთაისთან, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში,
და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მიწებზე უცხოტომელი არ დასახლდეს,
არამედ იმისთვისაც, ქვეყანა, რომელიც პოლიტნაგვებმა წაგვართვეს, და უკვე 30 წელია ჩვენი აღარ არის, რომ დავიბრუნოთ,
30 წელი დავკარგეთ,
ხანგრძლივი პროცესია წინ,
მაგრამ სისტემური ცვლილებების დაწყებისთვის საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსი რომ შეიქმნას, ასეთი სახის ეროვნულ პროექტებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა.
დიახ, სისტემური ცვლილებებისთვის აუცილებელი რესურსის შექმნა თბილისიდან, პოლიტკრაზანების ბუდედან კი არ უნდა დავიწყოთ,
უნდა დავიწყოთ რეგიონებიდან და უნდა დავამთავროთ დედაქალაქით !
.