დღეს დაბადების დღე გვაქვს!
2020 წლის 11 სექტემბერი არის დღე, როცა საადგილმამულო გაზეთის პირველმა ნომერმა დღის სინათლე იხილა.
დაბადების დღე აქვს გაზეთს, კოვიდტერორის ზეობის, და ჩაკეტვების რომ გამოვიდა, და ამხელდა და ამხელს ავტოკრატიულ 30-წლიან სისტემას, სისტემურ დანაშაულს, და საუბრობს სისტემური ძალადობისგან თავის დაცვის საშუალებებზე და თუ როგორ უნდა დავიბრუნოთ ქვეყანა, რომელიც წაგვართვეს.
გაზეთს, რომელიც იყო მემატიანე და მონაწილე ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე უნიკალური სახალხო მოძრაობების, – რიონის ხეობის დასაცავად, და კოვიდფაშიზმის წინააღმდეგ ,- და იყო მოზიარე მათი ომის და გამარჯვებების,
და იყო არა მხოლოდ მშრალი მემატიანე, არამედ ანალიზით მოსაუბრე, ამ მოძრაობების ძლიერ, თუ სუსტ მხარეებზე, და გამოუყენებელ, თუ გამოყენებულ შანსებზე , და იმის ხაზგასმით, რომ როცა საზოგადოებას თვითორგანიზაცია შეუძლია, სისტემა უკან იხევს.
გაზეთი, რომელშიც ისტორიული მარტყოფისველის უცხოტომელებისგან დაპატრონების წინააღმდეგ 21-ე საუკუნეში გამართული ომის, და ამ ველზე ახალი დასახლების შენების ისტორიაცაა.
დაბადების დღე აქვს გაზეთს, რომელიც საუბრობდა, და საუბრობს, თუ როგორ გამოვაცალოთ სისტემას მისი მთავარი დასაყრდენი – ობივატელი, და როგორ უნდა შეიქმნას პასუხისმგებლობის უნარის მქონე საზოგადოება, – ძალა- რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე შეუძლია მართოს სახელმწიფო.
თამამად შემიძლია ვთქვა, – ილიათმცოდნეობის ისტორიაში საადგილმამულომ ყველაზე პირველად, ყველაზე სრულყოფილად და ზედმიწევნით ზუსტად განმარტა ილიას სწავლების არსი, და მეტიც, განავითარა, და პრაქტიკულად ანხორციელებს კიდეც მას.
და დარწმუნებული ვარ, თაობები ილიას გზის სწორედ ისეთი ფორმულირებით ისარგებლებენ, რომელიც მას საადგილმამულომ მისცა.
დღეს დაბადების დღე აქვს გაზეთს, რომელმაც ილიას გზა გაათანამედროვა და 21-ე საუკუნეში გადმოიტანა.
ანუ, ილიას გზას დაუმატა ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმების დაკანონებისკენ, პოლიტგანათლების გავრცელებისკენ, და დამოუკიდებელი პროფკავშირების შექმნისკენ მიმართული ღონისძიებები, .
და გამოკვეთა ერის არსებობისთვის აუცილებელი ფუნქცია – მსოფლიო მცირე ერების კავშირი .
დიახ, არა მხოლოდ გამსახურდიასეული კავკასიური სახლი, არამედ მსოფლიო მცირე ერების კავშირი.
ასეთი ფართო ფუნქციის აღება აუცილებელია,
ერის ფუნქცია უნდა გამოიკვეთოს, ერის და არა ტერიტორიის.
კაცობრიობას და სამყაროს უნდა სჭირდებოდეს ერი, რომ მას არსებობა გაუხანგრძლივოს.
დიახ, დღეს დაბადების დღე აქვს გაზეთს, რომელსაც ნათლიად დიდი ქართველი პოეტი, ზე-პოეზიის შემქნელი ქალბატონი, ზეინაბ მეტრეველი ჰყავს.
გაზეთს, რომელმაც, არა მხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, არამედ ევროპის მრავალ ქვეყანაში და ამერიკაშიც ჩაიტანა სიმართლე.
გაზეთს, რომელმაც ბევრი ახალი და ნიჭიერი ავტორი, ხელოვანი და თავისი საქმის პროფესიონალი გააცნო მკითხველს.
და მერე, მერე, რომ გამოგვივა დანარჩენიც, რაც კი ჩავიფიქრეთ და რომ გვკითხავენ, როგორ იწყებოდაო ეს ყველაფერი, საადგილმამულო ფონდი, მისი პირველი პროექტი, გაზეთი და დანარჩენი პროექტებიც, თვითონაც გაგვიკვირდება, რომ ამხელა საქმეს მოვკიდეთ ხელი უფულოდ, უსახსრებოდ, და მხოლოდ იმ შეგნებით, რომ აუცილებელია ცვლილებები და სწორედ იმ გზით, 150 წლის წინ, ილიას ეპოქაში, რომ გაიკვალა ამ ქვეყანაში.
გაგვიკვირდება, ხო,
რომ გავიხსენებთ, როგორ დაიწყო ეს საქმე მხოლოდ ერთი გაზეთით და იმ ერთეულების მხარდაჭერით, ვინც თავიდანვე დაიჯერა ჩვენი, და იმათი თანადგომით, ვინც შემდეგ ჩაერთო პროცესებში.
და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ჩვენი გაზეთი ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისაღები გახდა და ნომრიდან ნომრის მეშვეობით ძალიან ბევრი ადამიანის მსოფლმხედველობაც შეცვალა.
შეცვალა მიდგომა საქმის კეთებისადმი, შეცვალა შეხედულება პოლიტიკაზე, შეცვალა პოლიტიკური აზროვნება, უფრო თვალსაჩინო გახადა და დააკონკრეტა ეროვნული იდეა.
და შედეგად უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო საუბარი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმებზე – რეფერენდუმზე, დეპუტატის გამოწვევის წესზე, დამოუკიდებელ პროფკავშირებზე, ერის ფუნქციაზე, და უპარტიო საზოგადოებაზე.
და არა მხოლოდ საუბარი, – რეალური საქმის კეთებაც.
და აღმოჩნდა, რომ სრულიადაც არ არის ეს რთული, რადგან უკვე არსებობს მაგალითი ერთად საქმის დაწყების და კეთების – გაზეთი ” საადგილმამულო “.
ერთადერთი ქართული გაზეთი, რომელიც არა მხოლოდ პრობლემებზე საუბრობს, არამედ ამ პრობლემებიდან გამოსავალზეც.
რეალურ გამოსავალზე!
ეს გაზეთი დღეს 4 წლის გახდა.
ვულოცავ,
საადგილმამულოს, მკითხველებს, ავტორებს, მხარდამჭერებს, გამავრცელებლებს, თანამდგომებს, და ყველას, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს!
.

გილოცავთ
Subscribe
Login
0 Comments