You are currently viewing ბოდიშიო?

ბოდიშიო?

ბოდიში უნდა მოვიხადოთო, ხო?
წესით ახლა მე, – პირველი შვილიშვილი, დემეტრე, აგერ ახლახან რო შემეძინა, – არა მხოლოდ განურჩევლად ყველა ადამიანი, ჩემს ფეხსაცმელზე აკრული ტალახიც უნდა მიყვარდეს.
ტალახი კი ბატონო, მაგრამ ნეხვი არა.
ხო, არა მგონია, ვერ ხვდებოდეს, განცხადება ბოდიშის მოხდაზე, შეურაცხყოფა რომ არის იმ ხალხის, ვინც იმ ომმა შეიწირა,
იმ ხალხის, ვისაც ახლობელი დაეღუპა, ვინც სახლკარი დაკარგა, და დევნილად იქცა,
არც ის მგონია, რომ ბოდიშის მესიჯი, იმათ გასაგონად იყოს მიმართული კარტოფილი და ხახვით რო მოისყიდი, ან საერთოდ იდიოტების გასაგონად.
აბა, დევს ინფორმაციები ყველგან, სადაც თვითონ პუტინი აღიარებს, საქართველოსთან ომის გეგმა გენერალურ შტაბთან შეთანხმებული, ჯერ კიდევ 2007 წელს რომ დაამტკიცა.
და ოსებმაც ამ გეგმის მიხედვით რომ დაიწყეს თავდასხმები ჯერ კიდევ 7 აგვისტომდე.
საერთაშორისო სასამართლომაც ომის დამწყებად რუსეთი დაადგინა.
და აბა, რა ბოდიში?
ანდა მაინცდამაინც ახლა რო აპირებს ბოდიშს, და თან მაინცდამაინც არჩევნების მერე, აქამდე სად იყო,
ახლა გაახსენდა? ომიდან 16 წლის შემდეგ?
გაახსენდა, თუ ახლა დაჭირდა?
2008 წელს სადღა იყო, ვერ გამოვიდა და ვერ მოიხადა პირადად ბოდიში?,
ა, ხო, მაშინ არ ეცალა, მაყუთს აკეთებდა სწორედ იმ სასტავთან ერთად ვის გასამართლებას იძახის აგერ უკვე 12 წელია.
ან როგორ უნდა გაასამართლოს თავის კამანდაში ყავს ყველა,
ვინც არ ყავს, უკვე ისხდნენ ციხეში უმნიშვნელო სროკებით, და ყველა გარეთ გამოუშვა,
რატო და გარეთ უფრო სჭირდება მტრის ხატად,
ის ერთი, დურაკი რო ყავს ახლა ციხეში, თავის ფეხით რო ჩამოაკითხა, რა ექნა, უნდა ჩაესვა, – თორემ ისიც გარეთ ერჩივნა რო ყოფილიყო.
აი, ეს ბუა აშკარად რო ვეღარ მუშაობს, და ვერც გლობალური ომის პარტია რო ვერ ქაჩავს ბოსტნის საფრთხობელად იდიოტების თვალშიც კი, მიტომაც შემოიცვა ახლა ბოდიში ბრონეჟილეტად.
მაგრამ ამას უკვე რუსეთის დასანახად აკეთებს,
თორემ, ომში დაღუპულები ჰკიდია, ქართველიც და ოსიც,
რუსეთის გასაგონად აკეთებს ამ განცხადებას.
რადგან აღარ იცის რა ქნას, თავისი მილიარდები რო გადაარჩინოს.
არა, რა..
რუსის ზადნი პრახოდში ასეთი ” შეძრომაი საკვირველი”, არასოდეს მინახავს,
ეტყობა მართლა ძალიან გაუჭირდა, ასე სახალხოდ თუ სთხოვს შველას.
გამოეხმაურნენ კიდეც,..
“საოცრად ადეკვატურად იქცევა საქართველოო, თითქოსდა ხანგრძლივი ლოთობისგან და ფსიქოზისგან, გამოფხიზლდნენო,”
გესმით, ხო,?
300 წელი ჩვენ სისხლს აქცევდნენ, და ახლა დაგვცინიან კიდეც,
ფსიხები და ლოთები გამოგვიყვანეს, და თურმე, ჩვენ უნდა მოვუხადოთ ბოდიში.
და რისთვის, რო ვარსებობთ კიდევ?
თურქებსაც მოვუხადოთ ბარემ ბოდიში, სპარსელებსაც, მონგოლებსაც, არაბებსაც, ბიზანტიელებსაც, და რომაელებსაც, – რას ვაწვალებდით.
ბარემ ხატაელებმაც გვაპატიონ, იმ ლოთი და ფსიქოპატი ტარიელის გამო,
იცის ეგ ამბავი? .
არ უთხრათ, არც ნაცარქექიას ამბავი უთხრათ, თორემ დევის ძებნას დაიწყებს.
ბოდიშიო, ხო?
ბოდიში დედამისს მოუხადოს, მისმა ხსენებამ მიშას დედის ხსენებას რო გადაუსწრო.
და საერთოდ, ვინც კი საკუთარი ტყავის გადასარჩენად ქვეყანას ყიდის, მოგიკითხეთ ყველანი მე და დემეტრემ.
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა