აი, უბრალოდ,
ჰკითხეთ თქვენს რომელიმე ახლობელს, ნაცნობს, მეგობარს, გამვლელს თუნდაც, რა არისო ილიას გზა,-
ვერ გიპასუხებთ,
მამული, ენა, სარწმუნოებაო, გაიხსენებს ალბათ, ზოგი, იგიც თუ ეს სამეული სწორი თანმიმდევრობით დაალაგა, კარგი იქნება,
მაგრამ ილიას გზა სულ სხვა რამეა,
კითხეთ, ხო, ვინმეს, კითხეთ,
აბა, საკუთარ თავს მაინც კითხეთ?
არ იცით?
აბა, უცნაური დაფასება გამოდის, – ვამბობთ დიდიაო, ბუმბერაზიაო, პატივსვცემთო, და ერთხელაც კი არ გავივლით მის სიტყვაზე,
გავივლით კი არა, საზოგადოების თითქმის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, არ იცის ილია.
ვინ არის ილია, კი არა, რა არის “ილია” არ იცის.
არ არის ასეო,?
ასე რომ არ იყოს არ იცხოვრებდით ეს 30 წელი მანიაკების, და მედროვეების ხელში.
ეგ არის, ეგ,
დიდი იდეები არ იწერება მისი თანამედროვეებისთვის, ეს ფაქტია,
მაგრამ გამოდის, რომ არც მისგან 117 წლის შემდეგ მაცხოვრებლებისთვისაც არ იწერება დიდი იდეები.
თუკი დღემდე ვერ ხვდებიან, რა უნდა გააკეთონ, და როგორ.
დიახ, დღეს 8 ნოემბერია,
ილიას დაბადების დღე.
ბევრს გახსოვდათ?
კი ვთქვი, უკვე, უცნაური დაფასება ვიცით, მეთქი, ქართველებმა, უცნაური..
.