თავი არ მაქვს არსად გამოსაყოფი,
ია ფარულავამ ერთ წუთში რო მოახერხა ის, რაც მე საზოგადოებრივ მაუწყებელთან მხოლოდ ორდღიანი აქციის მერე მივაღწიე, და ისიც სანახევროდ.
საზმაუს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები კი შედგა, 2019 წლის ნოემბრის აქციების შემდეგ, მაგრამ ეთერი მაინც არ მოგვცეს.
და ცოტა გამიკვირდა, ხო, ფარულავას გუშინდელი შტურმი.
საზმაუ სტრატეგიული ობიექტია, დაცვა ისედაც ყავს, მაგრამ ექსტრემალურ სიტუაციებში საკმარისია ღილაკზე თითის დაჭერა და სპეცნაზი მოდის,
პოლიციის განყოფილებაც იქვეა, და გუშინ ამდენი ხალხი მიადგა, და ერთი პოლიციელიც კი არ გამოჩენილა.
რატომ?
კი მაქვს ეჭვები, რატომაც,
არა, რა თქმა უნდა ვასიკო მაღლაფერიძეზე სულგაყიდული ადამიანი ბევრი არ ვიცი, და ნამდვილად დასაპანღურებელია ტელევიზიიდან,
ვასიკო დასაპანღურებელია, და თიკა ბერძენიშვილი პადრუჩკით მისაცილებელი იქვე მარშრუტკის გაჩერებამდე,
რატო და ქალია მაინც,
და დიახ, მართლა ძალიან ბევრი გულწრფელი ადამიანი მიადგა ამისთვის საზმაუს კარებს გუშინ,
მაგრამ ორ მათგანთან, ლაშა ბუღაძესთან და ნინია კაკაბაძესთან მართლაც მაქვს კითხვები, პრეზიდენტშა სალომეთან შეხვედრის მერე რომ გამოეშურნენ ტელევიზიისკენ,
ახლა გამიხდა ბუღაძე გველეშაპთან მეომარი მზეჭაბუკი?
და ნინია კაკაბაძეც ამ ტელევიზიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ იყო, 2019 წელს, ორი საათი რო მიმტკიცებდა აქციიდან მოსულ ვიღაც უცხოებისთვის საეთერო დროს მიცემა არ შეიძლებაო?
გუშინ გახდა შესაძლებელი?
გუშინ გაახსენდა რო ეს ტელევიზია ხალხის ჯიბით ფინანსდება?
ბალდის კანიონის, და შუქრეთელების, და ჭიათურის მაღაროელების პროტესტი არ შეუშვეს ტელევიზიაში, და ფარულავა, ბუღაძე და კაკაბაძე შეუშვეს?
რატომ?
ნუ, კაი, ეს ცალკე თემაა, და მოგვიანებით სასაუბრო.
ამჯერად სხვა კუთხით მინდა გუშინდელი ფაქტი გავაშუქო.
დიახ,
ახლა ხო ხვდებით, რას ნიშნავს, როცა ტელევიზიაში არასწორი ხალხის მაგივრად ის ადამიანები სხედან, სიმართლის თქმა რომ შეუძლიათ?
დიახ, გუშინ რაღაც ერთი საათის განმავლობაში იმდენი სიმართლე ჩაატია ხალხმა საზმაუს ეთერში, რაც მთელი მისი დაარსების დღიდან რომ არ ყოფილა ამ ტელევიზიაში.
ჩემი პატივისცემა დათა თავაძეს, პაატა ციკოლიას, გიორგი სავანელს, და ქალბატონს ნინოს, სამწუხაროდ მისი გვარი არ ვიცი.
დიახ, საზმაუ ხალხს უნდა ემსახურებოდეს,
დიახ, გუშინდელი აქცია, მიუხედავად ორი-სამი პროვოკატორისა ძალიან მართებული იყო,
მართებული, მაგრამ ერთჯერადი.
რადგან ის მთავარი შედეგი არ დადგა, რის გამოც მიადგა აქცია ტელევიზიას.
რა გარანტიაა, რომ ხვალ ისევ მოგცემენ ეთერს?
დალოცვილებო, შიგნით იყავით, და თუ მართლაც ტელევიზიის ხალხისთვის გადმოცემისთვის ომობდით, მოგეთხოვათ საზმაუს სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის წესის შეცვლა,
გეთქვათ ეს საქვეყნოდ.
მოგეთხოვათ ამის თაობაზე მოლაპარაკებები.
არ გიკვირთ, პარტიების წარმომადგენლებისგან რომ კომპლექტდება საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეთვალყურეო საბჭო, როცა უპარტიო მოსახლეობა იხდის მისი შენახვის ხარჯებს,?
არ გიკვირთ მის გენერალურ დირექტორს, მართველი პარტია რო ნიშნავს?
მოგეთხოვათ მოლაპარაკებები და გესაუბრათ ამ ტელევიზიის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნაზე, და აქციების მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ განაწილებაზე,
სწორედ ეს მოთხოვნები დავაფიქსირეთ ჩვენ 2019 წლის ნოემბერში,
ინახება საზმაუს არქივში, ის შეხვედრა ტელევიზიის მაშინდელ ხელმძღანელობასთან, და შეგიძლიათ ამოიღოთ.
ის მოთხოვნებია სწორედ გზა, საზმაუს ხალხს რომ დაუბრუნებს.
აბა, მხოლოდ დირექტორის შეცვლა რას მოგცემს,?
არაფერს, ისევე როგორც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ მოგვცემს არაფერს, თუ არ შეიცვალა ცესკოს არჩევის წესი, და არ შეიცვალა მთლიანად საარჩევნო კანონი.
რთული გასაგებია?
სასწაული მართლაც, ამოდენა ადამიანური რესურსი ჩაგივარდეს ხელში, და ასე ფუჭად ფანტავდე, ეს ალბათ მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია..
ჭეშმარიტად, ვუყურებ ამ აქციებს და ის მახსენდება,
სიძე მყავსო, ხის ამოთხრა შეუძლიაო, მაგრამ სად წაიღოს ის ხე არ იცისო მერე,
არ იცის, არა,
და თუ არ იცის, იკითხოს მერე,
ცოდნა არ კლავს, კლავს არცოდნა.
ცოდნაზე გამახსენდა,
გითხრათ, რატომ ვფიქრობ, რომ კობახიძემ გაყიდა ბიძინა?
გუშინდელმა აქციამ, და ტელევიზიის წინ აწურულმა ვასიკო მაღლაფერიძემ, უხმოდ რო იტანდა გინებას, კიდევ უფრო გამიმტკიცა ეს ეჭვი.
.