რას არ გადააწყდები ამ გამოქვაბულში.
“ენა, მამული, სარწმუნოებაო”
გადავხედე კომენტარებს და იმდენ ხალხში ერთსაც კი არ მიუცია შენიშვნა.
ბოდიშის მოხდით მივწერე, განა ღიად, პირადში მივწერე, ხო, საჯაროდ შენიშვნა რომ არ სწყენოდა,
მეთქი, პატივცემულო, ასე და ასე მეთქი, და დამბლოკა ეგრევე.
მამული, მამული!
მამული ჰქონდა ილიას წინ.
მამული, ენა, სარწმუნოება!
1860 წელს გააჟღერა პირველად ილიამ ეს სამეული და ზუსტად ამ თანმიმდევრობით.
მამულია მთავარი, მამულის გარეშე, მამულის დაცვის გარეშე, მამულის პატრონობის გარეშე, მამულის სიყვარულის გარეშე არ იქნებაო არც ენა, და არც სარწმუნოებაო, ამბობს ილია.
სარწმუნოებაშიც მხოლოდ რელიგიას არ გულისხმობდა.
თვითშეგნებას, საკუთარი დანიშნულების აღქმას, ცოდნას გულისხმობდა.
ბევრს გაუკვირდება რასაც ახლა ვიტყვი, მაგრამ უფრო მოგვიანებით, ილიამ სამეულში ისტორია შეიტანა.
მამული, ენა, ისტორიაო, ამბობდა.
თუ არ იცი ისტორია, თუ არ გახსოვს ისტორია, არც იმის რწმენა გექნება, და არც იმის ცოდნა გექნება, მამული, ენა და სარწმუნოება რომ არის დასაცავი.
ელემეტარულია, ხო? მაგრამ ვიცით?
აგერ გამოჩნდა ხომ, რაც ვიცით.
ილიას არ კითხულობს, ილია არ იცის საზოგადოების უმრავლესობამ, და ასეთი ხალხი ან შინაურ ან გეოპოლიტიკურ სიტუაციებში გაერკვევა?
მტერს და მოყვარეს გაარჩევს?
ასეთების უვიცობით სარგებლობს სწორედ სისტემა, და პაჭკა-პაჭკა აგდებს მოქადაგეებს, ასაუბრებს იმას, რაც მას აწყობს, და მრავლდებიან მათთვის ტაშისდამკვრელებიც, და ობივატელიც იჯერებს, რომ რუსეთი მართლაც მართლმადიდებლობის ციტადელია, და რომ მსოფლიო ლიბერასტებს და მასონებს ებრძვის.
და რომ ევროპა მხოლოდ ლიბერასტულია.
მაგრამ საიდან უნდა იცოდეს ეს ქართველმა ობივატელმა, რომელსაც ილიაც კი არ წაუკითხავს და წიგნი დასანახად ეზარება?
ამიტომაც აქაქანებს მათ სისტემა ასეთ რამეებზე და მთელი დღეები, რომ ობივატელმა ყურადღება არ მიაქციოს საკუთარ ქვეყანაში რა ხდება, -მიწები რომ უცხოელებზე იყიდება, ერთ ლარად რომ ჩუქდება, სვანეთი და რიონის ხეობა წყალში რომ იძირება, მიგრანტები რომ მრავლდებიან.
პანდემია და ომი სამოთხეა სისტემისთვის, მათ საფარქვეშ აკეთებს სისტემა თავის საქმეს, – ძარცვავს საკუთარ მოსახლეობას.
ობივატელმა უნდა ილაპარაკოს, უნდა იჭორაოს, უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს უაზრო რამეებზე, ქუჩაში პროტესტით არ უნდა გავიდნენ, ეს მიზანი აქვს სისტემას, და კიდევ ერთი მიზანიც, უვიცების მიერ შექმნილ “საზოგადოებრივი აზრს” სისტემა საღად მოაზროვნე ადამიანების საწინააღმდეგოდ მიმართავს.
აი, ის, ცრუავტორიტეტი, იტყვის მაგალითად რიონის ხეობის მცველებზე, რომ რიონის ხეობელები და გოლეთიანი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მტერია, და ობივატელიც “ჰკა, გოლეთიანსო” დაიძახებს.
ილია რომ არა აქვთ წაკითხული მასტებს და რომ პოლიტექსპერტობენ ეგ კიდევ არაფერი.
ის ხალხია საშიში, უფრო სწორედ იმ ხალხის სიბნელე და გაუნათლებლობაა საშიში, სისტემის მიერ შექმნილ ცრულიდერებს რომ ესევა ხბოს აღტაცებით, და გაგვიძეხიო, რომ სთხოვენ.
ასეთი ხალხი იყო ჯერ შევარდნაძეს რომ შეეგუა, მერე მიშას და მერე გრიშასაც,
ასეთი ხალხი შეეგუა კოვიდტერორსაც.
ასეთი ხალხი შეეგუება ნებისმიერ დიქტატურას, ნებისმიერ ფაშიზმს.
ხელისუფლებებს, და პოლიტნაგვებს აწყობთ სოცქსელებში შეყრილი გაუნათლებელი ბიდლო.
ადვილია მათი მართვა ფბ-ზონდერების მეშვეობით შექმნილი საინფორმაციო ნაკადით.
ამიტომაც დავიწყეთ საადგილმამულოს ხალხმა პოლიტგანათლების და საერთოდ განათლების აუცილებლობაზე საუბარი.
იმ პოლიტგანათლებაზე და განათლებაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაში ჩნდებიან სწორედ გულზეხელმობრაგუნე ცრუმესიები.
ამიტომაც დავიწყეთ ინტერნეტიდან გარეთ გასვლის და კარდაკარ სიარულის აუცილებლობაზეც საუბარი.
თავი უნდა დავაღწიოთ ამ ინტერნეტგამოქვაბულს.
სოცქსელები თანამოაზრეების პოვნისთვის არ გამოდგება.
ძალიან ძნელია ფეისბუკის ტალახში ოქროს მარცვალს გადააწყდე, ხანდახან თვეები კი არა, წლები უნდები ამას.
ბოლო ფაქტები ავიღოთ, თუნდაც,
უკვე 6 თვეა, სოცქსელებში ვავრცელებთ ინფორმაციებს, რომ ახალი ეროვნული უნივერსიტეტისთვის კადრები გვჭირდება, პროფესორები, პედაგოგები, და ორიოდე ადამიანი გამოგვეხმაურა მხოლოდ.
ვთქვით, რომ ახალგაზრდა იურისტები გვჭირდება, ეკონომისტები, საერთოდ ახალგაზრდები, სხვადასხვა პროექტებში რომ ჩავრთოთ, დავასაქმოთ, და აქაც ორიოდე.
და მაშ რა უნდა ვქნათ?
დასკვნა ერთია, სოცქსელში პირის აქაფებას, და მოთქმას და გოდებას, გარეთ გასვლა და კარდაკარ სიარული სჯობია.
და თუნდაც ათასში ერთი გამოჩნდეს ილიას მცოდნე, და ილიას იდეების რეალური გამზიარებელი, თუნდაც ათასში ერთი პროფესიონალი, სპეციალისტი, ღირს ამისთვის გარჯა, რადგან ის რეალური თანამოაზრე იქნება, და არა მონიტორს ამოფარებული ობივატელი, ოსანას რომ უძახის ცრუმესიებს.
გარეთ უნდა გავიდეთ,
მესამე მსოფლიო ომია კი, შეშინებულია ხალხი, ასეთ სიტუაციებში საერთოდ ვერ გაარყევ საზოგადო საქმეზე ობივატელს, მაგრამ გარეთ უნდა გავიდეთ მაინც, უნდა გავაგრძელოთ ერთმანეთის ძებნა,
უნდა გავაგრძელოთ საქმის კეთება, წვეთ-წვეთობით თუნდაც.
და წვეთი ქვას რომ აპობს, ვიცით, ხო?
ჰა? ვიცით?

ფოტოზე ის ქვაა სწორედ, წვეთმა რომ გააპო.