
ერთი შეკითხვაც..
ვფიქრობ ყველასათვის გასაგებია, რომ სისტემური ქვაბის კიდევ ერთხელ გადაღებვის მცდელობაში გვაიძულებენ მონაწილეობის მიღებას, როგორც ერთი, ისე მეორე მხარე.
ფაქტია, ქოცმა არჩევნები მიიტაცა, ნაცი კი ხალხის ერთთვიანი პროტესტის შედეგის მიტაცებას აპირებს.
მიტაცებაა, როცა პარტიები, რომლებსაც თითი თითზეც კი არ დაუკარებიათ ამ პროტესტში, ახლა ორბელიანის სასახლეში იკრიბებიან, რაღაც საბჭოს ქმნიან, და ჯერ კიდევ ცოცხალი დათვის, ტყავის გაყოფა სურთ.
მოკლედ,
ღმერთმა ქნას, რომ ხალხის ძალისხმევით მართლაც ახალ არჩევნებამდე მივიდეთ,
მაგრამ უნდა მივიდეთ ისე, როგორც ეს თვითონ ხალხს გვაწყობს, და არა პარტიებს.
შესაბამისად, როგორც კი ახალ არჩევნებზე შეთანხმება შედგება, და არჩევნების სავარაუდო თარიღი გამოიკვეთება, და დროებით მთავრობაზე და საარჩევნო კოდექსზე მომუშავე კომისიის დაკომპლექტებაზე დაიწყება საუბარი, იმ მომენტიდანვე პარლამენტის წინ ახალი აქციებია დასაწყები შემდეგი მოთხოვნებით :
1- შეიცვალოს “ცესკოს” არჩევის წესი, და “ცესკო” დაკომპლექტდეს მხოლოდ უპარტიო კანდიდატებით,
იმის საფუძველზე, რომ ამომრჩეველის 99% უპარტიო ამომრჩეველია.
2- გაუქმდეს არჩევნებში პარტიული სიებით მონაწილეობა და არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით.
იმის საფუძველზე, რომ მაჟორიტარების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება უფრო მარტივია, ვიდრე მთელი პარტიის.
3 – დეპუტატების პასუხისმგებლობისთვის საარჩევნო კოდექსში გაიწეროს არჩეული დეპუტატის ვადამდე გამოწვევის მექანიზმი და პროცედურები.
4 – გაუქმდეს პარტიების სახელმწიფოსგან დაფინანსება.
5- არჩევნების ჩატარების შემდეგ, ახალმა პარლამენტმა პირველსავე სხდომიდან დაიწყოს მუშაობა კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად, და კონსტიტუციაში უნდა აღდგეს მთავარი – კანონის მიღების და გაუქმების უფლება რეფერენდუმით.
ყველა ეს მექანიზმი აუცილებლად დასაკანონებელია, თუ გვინდა რომ სისტემური ცვლილებები მართლაც დაიწყოს.
და თუ მართლაც სისტემური ცვლილებები გვინდა, ჩვენ ეს აქციებით უნდა მოვითხოვოთ.
აქედან გამომდინარე, შეკითხვაც,..
ვინ შემოგვიერთდებით ?
.
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
