You are currently viewing კალანდა

კალანდა

კალანდა
.
ხო, სხვა დროს არა, – ამ ღამით!,- და, მე,
ჰკამოძახილით დავწერ ბალადას,
სამასსამოცდახუთი დავთვალე,
მზე, და მთვარე, და აჰა, დამთავრდა,
წელიც, – და მიდის წელმოწყვეტილი,
წაიღოს ავიც, აბა? – აბა, და,
ჭირსაც დავუსვათ ბოლო წერტილი,
მოგვშორდეს, გაქრეს,- აბა, ხაბარდა!
ხო, სხვა დროს არა, – ამ ღამით! – და, მე,
ლოთკრიმანჭულით დავწერ ბალადას.
ყაბალახიან მზეს ვასმევ მთვარეს,
გადავაბარებ დილით კალანდას..
.
გუჯა ბიძია.
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა