You are currently viewing მე იმ მეურმის ჭკუაც ვატირე

მე იმ მეურმის ჭკუაც ვატირე

ნუ, კაი, ისევ ჩვენს ბოსტანში დავბრუნდეთ,
სადაც იმდენი პრობლემაა, და ყველა მიმართულებით, რო ათი სიცოცხლე არ გეყოფა კაცს, ყველაფერს ცალ-ცალკე რომ მიხედო.
მაგრამ მთავარი პრობლემის ამორჩევაც რომ ვერაფრით ვერ ვისწავლეთ, მიტომაც გადაგვივიდა გადაბრუნებული ურმების თვლაც ტრადიციაში.
და აგე, ევროპამაც გაიგო უკვე ამის შესახებ, შეამჩნია და დააფასა ის ჭეშმარიტება, ჩვენთვის ფასი რო დაკარგა დიდი ხანია უკვე.
ისევ ბებერი ევროპა თუ გაგვიგებს, ხო,
თორე დანარჩენ მსოფლიოს ნაღდად ვკიდივართ,
მაგრამ მთლად ევროპის იმედითაც ნუ დავდგებით, და გადავიზღვიოთ თავი და ეს წარწერა, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზეც დავიტანოთ და ისეთი დიდი და მანათობელი ასოებით, კოსმოსიდანაც რომ გამოჩნდეს, და იქნებ, უცხოპლანეტელებმაც დაინახონ, და ჩამოგვაკითხონ,
უნდა, დაინახონ, ხო,
რადგან, მხოლოდ ” ჩაკრულოს” მოსმენით ვერ მიხვდებიან, თუ რატომ წავიღეთ საბრძოლო მოძახილი გადასაკარგავში,
და რატომ დავტოვეთ ” ჩიტი და მელიას ” ზღაპარი დედამიწაზე.
ხო, რატომ?
როცა ამ ზღაპარზე უკეთ, რომ ცუდადა გვაქვს საქმე, ვერ განვუცხადებდით სამყაროს.
ვინც ვერ გაიგო რაც ვთქვი,
ანუ, ვისაც არ ახსოვს “ჩაკრულოს” ტექსტი და ჩიტის თავგზააბნეულობაც, მისთვის სხვანაირად ვიტყვი.-
მე იმ მეურმის ჭკუაც ვატირე, გზაზე რო ასჯერ დაიმტვრა, და მაინც იმ გზით რო დადის.
.
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია”
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა