You are currently viewing დაგვავივწყდა?

დაგვავივწყდა?

ამერიკის მხრიდან საუბარი მშვიდობაზე, და ასიათასობით მსხვერპლზე გოდება- არის ბოროტი ცინიზმი,
ცინიზმია, რადგან სადაზვერვო ინფორმაციებზე წვდომა შეუწყვიტა უკრაინას,
ანუ, უკრაინა ახლა ხელისცეცებით ომობს,
როცა რუსი პირდაპირი სამიზნეებით ბომბავს ფრონტის ხაზსაც, და უკრაინის ქალაქებსაც,
და ეს ნიშნავს რომ ორჯერ მეტი უკრაინელი მეომარი იღუპება ფრონტზე, და ორჯერ მეტი მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე ზურგში.
და ეს უკვე ამერიკელების სინდისზეა.
მაგრამ ვაჭრებს აბა, საიდან სინდისი.?
ფოტოზე დონალდ და ივანა ტრამპია, 1987 წელს, ლენინგრადში,
ივანა რომ გვარად ზელნიჩკოვაა, არ იცის ბევრმა.
და საერთოდ ტრამპის რუსულ თავგადასავლებზე მთელი წიგნი დაიწერება.
ტრამპის ამერიკა ვის თამაშს ითამაშებდა გასაგები იყო თავიდანვე ყველასთვის, ამ ჩვენი პოლიტროჟების და ჩვენი მიამიტი მარშელების გარდა, ახლაც რომ იმის იმედით დადიან წინ და უკან რუსთაველზე, იქნებ ამერიკიდან შეგვამჩნიონო.
დაივიწყეთ,
უკრაინა იყო და არის ახლაც ნომერ პირველი თემა და იქ წყდება საქართველოს ბედიც.
ომის შეჩერება, და ამოსუნთქვა, ახლა მხოლოდ რუსეთს აწყობს.
დიახ, ახლა ომის შეჩერება ნიშნავს უკრაინის რუსეთისთვის ჩაბარებას.
აი, სწორედ ისე, როგორც აფხაზეთი ჩააბარეს რუსეთს.
დიახ, სოხუმი არ დაცემულა, არამედ ჩააბარა რუსს სულძაღლიანმა შევარდნაძემ.
ჯერ კიდევ 1992 წლის სექტემბერში რომ დაიწყო გაგრის რაიონის დემილიტარიზაციაზე მოლაპარაკება აფხაზებთან და რუსების შუამავლობით,
განიარაღებას რა თქმა უნდა, რუსული მხარე აკონტროლებდა.
ერთ თვეში უიარაღო გაგრას შეუტიეს აფხაზებმა, და მერე ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშეს..
დაგვავიწყდა ეს?
ზუსტად ერთი წლის შემდეგ შევარდნაძე ისევ დათანხმდა სოხუმის დემილიტარიზაციის რუსულ გეგმას,
მძიმე ტექნიკა გავიდა სოხუმიდან, და კარგად გამაგრებული ქალაქი სანადირო თოფების და ავტომატების ამარა დატოვეს.
აქაც, ზუსტად ერთ თვეში, აფხაზებმა და რუსებმა ქალაქს შეუტიეს,
ეს იყო სასაკლაო, და ეს სასაკლაო შევარდნაძემ და რუსებმა მოაწყვეს აფხაზების ხელით.
თვითონ შევარდნაძე ალყაშემორტყმული სოხუმიდან რუსული სამხედრო ფლოტის კატარღით გავიდა.,
რუსებმა გაიყვანეს, დიახ,
რადგან ისევ სჭირდებოდათ, ქვეყანა “ესენგეში” რომ შეეყვანა.
ეს იყო აფხაზეთის და მთლიანად ქვეყნის ჩაბარება, და არა მშვიდობის დამყარება.
დაგვავიწყდა? აღარ გვახსოვს რას ნიშნავს ” მშვიდობა” რუსულად?
იგივე მოხდება უკრაინაშიც,
თითქოსდა მშვიდობის მიზნით, და თითქოსდა ამერიკის მხარის გარანტიით, ჯერ განიარაღებას მოთხოვენ უკრაინას, და ჯარს დაუშლიან,
არჩევნებსაც ჩაატარებენ, ზელენსკის ძალაუფლებიდან ჩამოშორების მიზნით,
რამდენიმე ხნის შემდეგ რუსი უომრად მივა კიევამდე.
და კრეშატიკზეც რუსულ დროშას ააფრიალებს.
და ამერიკა კვლავ მშვიდობაზე დაიწყებს საუბარს, მაგრამ ხაზი უკვე კიევზე იქნება გავლებული.
აქედან დაიწყება ევროპის ჩაბარებაც.
და რუსი ბანდიტი და ამერიკელი ვაჭარი ერთად მოწველიან ევროპასაც და უკრაინასაც.
ამისთვის დაიღუპა 600 000 უკრაინელი?
ამისთვის გადაიწვა და გასწორდა მიწასთან უკრაინული ქალაქები?
რომ ისევ თავიდან დასაწყები გახდეს ყველაფერი?
ხომ ვიცით, რომ რუსი არ გაჩერდება?
ხომ ვიცით, ცოტას ამოისუნთქავს, და საქართველოსთვისაც მოიცლის,?
და ევრაზიულ კავშირშიც შეგვათრევს, და სამხედრო ურთიერთადხმარებაზეც დაგვადებინებს ხელშეკრულებას, რომ მერე უკრაინის ფრონტზე გარეკოს ქართველი ჯარისკაცები, სწორედ ისე, როგორც ახლა ჩრდილო კორეელებს აომებს.
ნუთუ მართლა არაფერს გვასწავლის ეს დედააფეთქებული ისტორია?
ევროპასაც აღარ ახსოვს რუსის ჩექმა?
ევროპამაც არ იცის ვინ ვინ არის?
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა