You are currently viewing არ შეიძლება, ეროვნული იყოს!

არ შეიძლება, ეროვნული იყოს!

მწარედ გაგეცინება კაცს,
ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელს ფარად როგორ იფარებს ქოციც, ნაციც, და ყველა დანარჩენი პოლიტაფერისტი.
წესით მართლა მათ მზეს უნდა ფიცულობდნენ, მათ ნაომარ-ნასისხლარზე გაიჯეჯილეს ნაგვებმა.
ფაქტი ერთია, დღევანდელმა დღემ, და იმ ყველაფერმა, რაც ხდება საქართველოში, თუ მსოფლიოში, კიდევ ერთხელ დაადასტურა , რომ ამ ორი პიროვნების ფიგურა სამუდამოდ რჩება ქვეყნის გულშემატკივრის საზომად ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში.
ეს არის ფაქტი!
და შესაბამისად,
ძალა, ან გაერთიანება, ან დაჯგუფება, ანდა ცალკეული პიროვნება, რომელიც დღეს,
1-არ თვლის, რომ დაწყებული 1992 წლიდან, კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის შემდეგ
ყველა ხელისუფლება იყო და არის დღემდე არალეგიტიმური, და შესაბამისად ყველა არჩევნები იყო არალეგიტიმური და უკანონო,
2- არ თვლის, რომ უკანონო არჩევნებში მონაწილეობა არის სისტემური დანაშაულის გაპრავება და მეტიც, უზნეობა.
3- არ თვლის, რომ აუცილებელია მოსახლეობას დაუბრუნდეს სრულუფლებიანი რეფერენდუმი, ანუ რეფერენდუმის მეშვეობით კანონის მიღების და გაუქმების უფლება,
4- არ მიაჩნია, რომ აუცილებელია დაკანონდეს პარლამენტარის ვადამდე გამოწვევის მექანიზმი,
5- არ თვლის, რომ პარტიებს უნდა შეუწყდეთ სახელმწიფო დაფინანსება, და შემდეგ კი საერთოდ უნდა აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა.
6- არ მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც მოსახლეობა აფინანსებს, მოსახლეობას უნდა დაუბრუნდეს.
7- არ თვლის, რომ სისტემური ძალადობისგან თავის დასაცავად საზოგადოება უნდა იყოს გაერთიანებული მძლავრ, დამოუკიდებელ პროფკავშირებში.
8- არ თვლის, რომ უნდა მოხდეს მიწის, წიაღისეულის და ბუნებრივი სიმდიდრეების ნაციონალიზაცია,
9- არ თვლის, რომ არც რუსეთი, არც ჩინეთი, და არც ევროპა არ არის ხსნა, და არსებობს სხვა, სუფთა ქართული გზა,- კავკასიური სახლი და მსოფლიო მცირე ერების კავშირი,
და არაფერს აკეთებს, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, რომ წართმეული ქვეყანა დავიბრუნოთ და მართლაც გავხდეთ დამოუკიდებელნი –
არ შეიძლება ეროვნული იყოს!
.
გაზეთი ” საადგილმამულო” #7
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა