
მოკლედ, გადაწყდა,
კლუბი ” ბახტრიონი” ისევ გააგრძელებს მუშაობას.
ახალ გარემოში, ახალ სივრცეში, ახალი მისამართით, მაგრამ ისევ ბახტრიონი.
ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი,
კლუბი “ბახტრიონი” 2015 წელს დავაარსეთ და იყო პირველი და ერთადერთი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი კლუბი მაშინდელ თბილისში, და არა მხოლოდ თბილისში.
და აი, 10 წლის შემდეგ ისევ ბრუნდება,
და ბრუნდება თემებით სხვადასხვა აქტუალურ სოციალურ საკითხებზე, და პრობლემატიკაზე,
ბრუნდება სტენდაპით, მინიატურებით, საავტორო მუსიკით, პოეზიით, გამოფენებით, წიგნების პრეზენტაციებით.
და კიდევ ბევრი სიახლით, რომელზეც წინდაწინ არ ვილაპარაკებ.
კლუბი იარსებებს საწევრო შენატანებით, და შემოწირულობებით.
ვისაც გსურთ კლუბში გაწევრიანება, შეგიძლიათ კომენტარებით დაფიქსირდეთ, ან მომწეროთ პირადში, და გავისაუბროთ დეტალებზე.
კლუბი ღია იქნება ნიჭისთვის, ნიჭის დამფასებლებისთვის , და ქალაქის და ქვეყნის გულშემატკივრებისთვის თვეში ოთხი დღე,
და არა მხოლოდ თბილისის საზოგადოებისთვის,
რადგან ამუშავებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ კლუბი რეგიონებშიც გავა, ისევ თემებით სხვადასხვა პრობლემატიკაზე, ისევ საუბრებით ლიტერატურაზე, და საერთოდ ხელოვნებაზე, მინისპექტაკლებით, კარგი მუსიკით, და ნაღდი და გამორჩეული პოეზიით, კაფიის საღამოებით, მხატვართა ნამუშევრებით, ახალი წიგნებით და ახალი სახეებით.
დიახ, “თუ მთა ვერ მიდის მუჰამედთან, მუჰამედი მივა მთასთან.”
ეს არ იქნება ჩვეულებრივი კლუბი,
ეს იქნება შემეცნებითი და საგანმანათლებლო კლუბიც, ეს იქნება ახალი სახეების აღმოჩენების კლუბიც, და რაც მთავარია ურთიერთობათა კლუბი.
და ეს იქნება მალე,
და დაე, იყოს ასე!
გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია)
.
