You are currently viewing ნდობა, არნდობა, ?-საკითხავი უკვე არ არის.

ნდობა, არნდობა, ?-საკითხავი უკვე არ არის.

ერთ კვირაზე მეტი გავიდა, რაც დოიაშვილი გაუშვეს თეატრიდან, და მერე?
გასაგებია, დედამიწას ბრუნვა არ შეუჩერებია, მაგრამ წეატრალების სოლიდარობა სად არის?
იმ დღეს ითუხთუხეს ჩაინიკივით და გაჩერდნენ?
აბა, ამას ვიზამთო, იმას ვიზამთო, ახალ მოძრაობას დავიწყებთო?
სხვა თუ არაფერი, გაფიცულიყავით მაინც..
ყველა თეატრში სპექტაკლებია, თუმანიშვილშიც, მარჯანიშვილშიც, თავისუფალშიც, წულაძესაც კი პრემიერები აქვს, თავის სახელოსნოში, და როგორ ხართ გაფიცული?
დოიაშვილი ჯანდაბას, ეგ მეც მკიდია,
მაგრამ თქვენი ამქრის წევრი გყავთ ციხეში,
ანდრო ჭიჭინაძე ხომ არის პოლიტპატიმარი?.
არ უნდა იყოთ სოლიდარულები?
რავი, ჭოლა საერთოდ ვენებს იჭრიდა აღშფოთებისგან..
ხო, გრიგოლიასთან ისხდნენ მაშინ, ვუსმინე და მაგათ თუხთუხზე ის გამახსენდა.
თუთაშხია რო ჩადის ქალაქში, და იქ რო ეძებს პასუხს კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს პატიოსანმა კაცმა არეულ დროში,
როცა ზნეობას უკვე ფასი არა აქვს, როცა სიყალბე ჭეშმარიტების ნიღბით დადის, როცა სისტემა მოძალადეა.
და ცხოვრობს დათა ქალაქის საზოგადოებაში, ერთი შეხედვით ჭკვიან, განათლებულ, ინტელიგენტ და მოაზროვნე ადამიანების წრეში, ერთი შეხედვით ეროვნული აღქმის მქონეთა შორის, და ბოლოს ასკვნის, –
კი, შეიძლება გაწუხებთო თქვენც რაღაც, შეიძლება გულწრფელებიც ხართო,
მაგრამ არც თქვენ იცითო ბატონებო, რა უნდა გააკეთოსო კაცმა დღეს.
ხო, ვუსმენდი მაშინ, ამათ, ხელოვანები რომ ქვიათ, და რომ ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ დაუსრულებლად, და დღეს კი მაგათი სპექტაკლების აფიშებს ვხედავ,
და რა მინდა ვთქვა, –
არ იცით ბატონებო, არც თქვენ, არაფერიც თქვენ არ იცით,
ისევე როგორც რუსთაველზე წინ და უკან მოსიარულე ხალხმა არ იცის, ისე არც ხელოვანებმაც არ იცით არაფერი.
და არც ის ელიტა ხართ, რომელსაც შეუძლია საზოგადოებას რაღაც ბიძგის მიმცემი უთხრას, ან თვითონ გააკეთოს რაღაც.
ასეთი ელიტა საერთოდ არა გვყავს ჯერ,
30 წელი დავკარგეთ.
ელიტა ჯერ კიდევ შესაქმნელია, და დიდი იმედი მაქვს, ერთხელაც შეიქმნება, სწორედ იმ გოგობიჭებისგან, 2023 წლის მარტში რომ გამოჩდნენ პირველად, და მერე კიდე დეკემბერში,
ხო, ყველაზე საჭირო მომენტში უცებ და არსაიდან რომ იციან მოსვლა, საქმეს რომ აკეთებენ, და ქრებიან მერე და ისე, რომ მადლობის თქმასაც არ ელოდებიან.
ხო, იმათი იმედი მაქვს,
ხელოვანების ერთობის იმედი კი, არც ადრე მქონდა, და ახლა მით უმეტეს.
რადგან..
trust or not to trust – that is no longer the question..
.
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა