ფაქტი ერთია,
სისტემა მიზანმიმართულად ქმნის პრობლემებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, რომ პრობლემების სათავე გადაფაროს, და ასე ცალცალკე მყოფებს ადვილად გვიმკლავდება, რადგან მთელი სახელმწიფო მანქანაა ამისკენ მიმართული.
და რაც არ უნდა გინდოდეს, სოლიდარული იყო თბილისში, ბათუმში, ჭიათურაში, რაჭაში, ბალდაში, სვანეთში თუ სხვაგან მიმდინარე პროტესტების მიმართ, უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეძლებ ამას.
ასად ვერ გაიჭრები, ყველგან ვერ იომებ.
ამიტომაც უნდა გაერთიანდეს დღეს ყველა პროტესტი რუსთაველზე და ამ გაერთიანებული პროტესტის ხელმძღვანელობა,
1- ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დაწყებული ცალკეული პროტესტების ლიდერების ,
2- რუსთაველზე სხვადასხვა მარშების ორგანიზატორების,
3- პლიუს დამოუკიდებელი პროფკავშირების ხელმძღვანელების
მონაწილეობით შექმნილმა საკორდინაციო საბჭომ, – თუ კომიტეტმა, თუ ჯგუფმა, რაც გინდა დაარქვით,-
უნდა აიღოს საკუთარ თავზე გაერთიანებული პროტესტის მართვა.
რა გახდა ასეთი ამ ხალხის ურთიერთდაკავშირება?
რა პრობლემა გახდა ერთი სამუშაო შეხვედრის ჩატარება?
დიახ, უნდა შეიქმნას ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროტესტის საერთო საკოორდინაციო საბჭო და ყოველგვარი პარტიების გარეშე,
პარტიები საერთოდ უნდა ჩამოშორდნენ პროცესებს.
პარტია იყო და მუდამ იქნება სისტემის სამსახურში,
ამიტომაც ნელნელა უნდა გაქრნენ პოლიტიკური ველიდან.
ჩემის აზრით, ეს უნდა იყოს ახლა მოქმედების გეგმაც, სქემაც, და სახელმძღვანელოც.
ელემენტარულ ამბებზე ვსაუბრობ ახლა,
მუდამ ერთ წრეზე რომ დავდივართ, და სულ ზემოდან რომ გვტენიან ამ ვითომდა გარდაქმნებს, და მუდამ ერთი და იმავე პარტიული როჟების მონაწილეობით, ერთხელ მაინც ხომ უნდა გაწყდეს ეს წრე?
ერთხელ მაინც ხომ უნდა დავიწყოთ ქვემოდან?
30 წლის გამოცდილებამ ვერაფერი ვერ უნდა გვასწავლოს?
.