
ვინ არის ზელენსკი?
პასუხისთვის, მოდი ჯერ უბრალო უკრაინელის თვალით შევხედოთ ამ კაცს.
ცოტა შორიდან დავიწყებ,
ერთი პერიოდი ამ ქვეყანაშიც მომიწია ცხოვრება და იმ ქალაქში, სადაც ვიყავი გასტროლებით ჩამოვიდა და თავისი სტუდიის “95-ე კვარტალი” ხალხიც ჩამოიყვანა.
ჩამოსვლამდე დაგვიკავშირდნენ და ჩვენი სასტუმრო დაჯავშნეს.
იმ ორი დღის განმავლობაში, რაც მე ვნახე, სულაც არ ჰგავდა კაცი მასხარას.
რა კბილების გადმოყრა, რა ხუმრობა, არც გამიგონია მისგან, და დასის წევრებიც სულ რაზდვაზე ყავდა, ფეხისწვერებზე დადიოდნენ.
გაუკვირდება ბევრს და განათლებით იურისტია, და მისი გადაცემების მიმართულებაც, პოლიტიკური სატირა, იმის მაჩვენებელი იყო, რომ უკვე მაშინ ძალიან კარგად ერკვეოდა, თუ რა ხდებოდა ამ სივრცეში.
ძალიანაც ორგანიზებული და დიდი პასუხისმგებლობის მქონის შთაბეჭდილებაც დატოვა ტიპმა, და ისიც გამოჩნდა, რომ არც ღირსება აკლდა.
პირადად შევესწარი ფაქტს, თუ როგორ აახვევინა რინატ ახმეტოვის კაცს , სადღაც ბანკეტზე გამოსვლას რო სთავაზობდა თავისი შეფის გასართობად.
ვინც იცის, ვინ არის რინატ ახმეტოვი, და რა გავლენა ჰქონდა მთელ უკრაინაში, არც იმის წარმოდგენა გაუჭირდება , რას ნიშნავდა მის წინადადებაზე უარი.
რა თქმა უნდა, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ზელენსკის წარმატება უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ ისევე როგორც საქართველოში, უკრაინაშიც დაიღალა ხალხი ერთი და იმავე სახეებით.
მქონდა საშუალებაც და მიზეზიც თვალყური მედევნებინა იქაური პოლიტპროცესებისთვის, და შემიძლია ვთქვა, რომ ზელენსკის მხრიდან ეს არ იყო უცებ და არჩევნების წინ მიღებული გადაწყვეტილება და კაცი, რომელმაც თავისი თავი თვითონ შექმნა და ნულიდან, დიდი ხანი ემზადებოდა ამისთვისაც.
რატომაც არა, მიზანი ჰქონდა, ფულიც უკვე ჰქონდა, და არავის ეგონოს გაღლეტილი შემოვარდა პოლიტიკაში, არჩევნებამდე უკვე გამართული შოუიმპერიის , და უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელი იყო, და ერთ-ერთი ცენტრალური ტელევიზიის “ინტერის” მმართველობის წევრიც და მთავარი პროდიუსერიც.
და წარმოიდგინეთ, კაცი, ისე, რომ სცენიდან და ეკრანებიდან არც გამოსულა, არც დამჯდარა ტელედებატებში პოლიტიკოსებთან, და არც შეხვედრია რეგიონებში ამომრჩევლებს, ისე გახდა პრეზიდენტი.
არც ჭირდებოდა ქუჩა- ქუჩა საპაკაზუხოდ სიარული, ისედაც ყოველ დღე ხედავდნენ ტელეეკრანებზე, წლების განმავლობაში და ადამიანებს სჯეროდათ მისი გულწრფელობის.
დიახ, ასე გახდა პრეზიდენტი.
გახდა, რადგან მთელ სისტემას დაახნა თავზე სტერეოტიპები ვაჟნი როჟების შეუცვლელობაზე, იმ როჟების, მილიონები რომ აქვთ, სტაჟიანი პოლიტწარსული, ორდენებით ს ბანტომ, ი ბეზ ბანტა.
და ისეთი სვლა გააკეთა პიარტექნოლოგიების ქრესტომათიებშია შესატანი.
სერიალი “ხალხის მსახური ” გადაიღო, და 50 მილიონიანი ქვეყანა შეაგუა იმ აზრს, რომ ის, რასაც ისინი ახლა ეკრანზე ხედავენ, შეიძლება მოხდეს, და სრულიადაც არ არის ძნელი, რომ მოხდეს.
ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ახლა არ ჩავუღრმავდები ფსიქოლოგიურ მომენტებს, და არც იმაზე ვისაუბრებ, რომ პარტიულმა სისტემამ მართლაც მოჭამა თავის დრო, და პიროვნებას, თუ ის ნიჭიერია, რისკის გამწევი, ქარიზმატული და იცის რა უნდა, დამოუკიდებლადაც, პარტიული ორგანიზაციის გარეშეც შეუძლია ხალხთან კავშირის დამყარება და პოლიტიკაში კარიერის გაკეთება.
ეს ყველაფერი მოახერხა ზელენსკიმ, პლიუს მასზე გავიდნენ საჭირო დროს საჭირო ძალები.
და მერე?
მერე ის, რომ ადამიანზე გაკეთებული საქმით მსჯელობენ, ხო?
და პრეზიდენტად არჩევიდან 2 წლის შემდეგ აღმოჩნდა რომ ზელენსკიმ გამოიყენა და გადააგდო ყველა ის ოლიგარქი, პოლიტიკოსი, და ქვეყნის შიგა, თუ გარე პოლიტმაფიოზი, ვინც მას ტახტზე ასვლაში შეაშველა ხელი.
ხაზგასმით ვიტყვი, გადააგდო პოლიტმაფიოზები, მაგრამ არა ის რიგითი უკრაინელი, ვისაც წლების განმავლობაში ეკრანიდან და სცენიდან ეუბნებოდა თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფალმა, და როგორი უნდა იყოს ქვეყანაც და საზოგადოებაც.
და რა მოასწრო ამ ორ წელიწადში?
2021 წელს უკრაინის პარლამენტმა მიიღო ზელენსკის კანონი ოლიგარქების შესახებ.
რომლის მიხედვით, ოლიგარქებს, ანუ, ფულის ტომრებს ეკრძალებათ პარტიების და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება.
ეს ნიშნავს, რომ მინიმუმამდე დავა ამომრჩეველის მოსყიდვის შანსი, და შესაბამისად ოლიგარქების პარლამენტში მოხვედრის შანსიც, და საერთოდ, არჩევნების გაყალბების შანსიც.
ეს ნიშნავს, რომ პარლამენტში პროფესიონალები და ქვეყნის გულშემატკივრები მოხვდებიან, და არა ვიგოდნიკები.
სხვათაშორის, უკრაინაში ანტიმონოპოლიური კანონიც მუშაობს, მსხვილ ბიზნესს რომ აკონტროლებს,
და ლუსტრაციის კანონიც მზადდებოდა პარლამენტში გასატანად.
მზადდებოდა კანონიც, რომელიც კანდიდატის და ამომრჩევლის შორის ხელშეკრულების დადებას ითვალისწინებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში დეპუტატის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
ხოლო კანონი, რომლის მიხედვით დეპუტატებს საპარლამენტო იმუნიტეტი გაუუქმდათ, უკვე 2020 წლის იანვრიდან მუშაობს.
ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის გარეთ ძალებს ამ ქვეყანაში დასაყრდენი პოლიტნაგვობა აღარ ეყოლებათ.
ჰა? როგორია?
ასეთი კაცი არ აწყობს არც რუსულ ფაშიზმს, არც დასავლურ ფსევდოლიბერალიზმს, არც უკრაინელ მაფიოზებს.
აწყობს მხოლოდ უბრალო უკრაინელებს.
და გამოდის, რომ კაცი სისტემას ანგრევს, ხო?
და ამ კაცზე ამბობთ, მასხარააო?
ამბობთ ის ხალხი, ვისაც 9 წელი სააკაშვილი გასვრიდათ თავზე და ახლა 10 წელი ივანიშვილი გასვრით?
ვისაც ბებერი მაზოხისტი გამყრელიძე, იმნაძე და ცერცვაძე დაგცინოდათ და გატერორებდათ მთელი ორი წელი?
ვინ არის მასხარა თქვენ, თუ ზელენსკი?
ხო, მოდით ახლა ჩვენი გადასახედიდანაც შევხედოთ, ვინ არის ზელენსკი და მივუჯდეთ იმ უბრალო უკრაინელს გვერდით, რომ მივხვდეთ იმას, რასაც ის დიდი ხანია მიხვდა ზელენსკის წყალობით.
რომ ჩვენი მტერი მიშა და ბიძინა კი არ არის, ანდა ნაცი და ქოცი, ჩვენი მტერი ის სისტემაა, რომელიც მიშას, და ბიძინას, ანუ ნაცობას და ქოცობას ბადებს, და თუკი ვინმე ამ ქვეყანაში, ანდა სხვა ქვეყანაში ასეთ სისტემებს ებრძვის, ის ჩვენ მოკავშირეა, მოკავშირე!
ვინც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა იყოს , რა წარსულიც არ უნდა ჰქონდეს, თუ ავტოკრატიული სისტემის წინააღმდეგ მიდის გამარჯვება უნდა ვუსურვოთ.
სწორედ ამიტომ ეომება ზელენსკის რუსეთიც, და ამიტომ გაწირა დასავლეთმაც ზელენსკი საომრად, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთს რუსეთის დასუსტება სურს, იმიტომაც გაწირა საომრად, რომ ზელენსკის სისტემური გარდაქმნებისთვის არ ეცალოს.
დასავლეთსაც და რუსეთსაც ამ შემთხვევაშიც ერთი ინტერესი აქვთ.
პოლიტიკურ გავლენას კარგავდნენ ამ ქვეყანაში.
შეაგდეს და როგორც ომობს კაცი, ხედავთ.
ორი თვე გაუძლო ამხელა მახინას.
და რუსეთუმეებმა რაო, ნაცი შეიფარაო? ელჩი გაიწვიაო?, შეურაცხყოფა მოგვაყენაო?
კარგით ერთი,
30 წელი ხალხის დამცირების მეტს რას გიკეთებდნენ ხელისუფლებები?
თევზის მახსოვრობა აქვს ხალხს, ორწამიანი.
ნაცი ქოცმა რომ შეიფარა ისე უნდა, და ქოცს არ აგინებთ, ანტიდისკრიმინაციული კანონი შემოგიღეს, ის კანონი, რომლითაც ლგბტ გაგიჯეჯილეს და არ ამოგიღიათ ხმა, საყდრისი აგიფეთქეს, არ ამოგიღიათ ხმა, თამარ მეფე გამოგისახეს პრეზერვატივზე , არ ამოგიღიათ ხმა, დიდგორობა აგიკრძალეს და არ ამოგიღიათ ხმა, ლომჯარია დაგასვეს თავზე, მურუსიძე, უგულავა 50 მილიონის მომპარავი გარეთ დახტის, მერაბიშვილი და ბაჩო ახალია თავისუფალია, ქონების ახევა ისევ გრძელდება, ერთ ლარად სტრატეგიულ ობიქეტებს გიყიდიან, და ეს არ გიტყდებათ, და აქედან ათასი კილომეტრის იქეთ მყოფმა ზელენსკიმ მოგაყენათ შეურაცხყოფა?
თქვენ კარგად ხომ ხართ? თუ ფულს გიხდიან ნე ვიჟუს ჩართვაში?
ომს თავი ვერ აარიდაო?
მაგის ნება იყო? მან დაიწყო? ანდა რუსს როდის სჭირდებოდა მიზეზი ომის დასაწყებად?
პრეზიდენტად რომ მოვიდა ომი 5 წლის დაწყებული იყო, 2014 წელს დასავლეთმა და რუსეთმა უკრაინა შუაზე გაიყვეს, ვინც არ იყო თანახმა ასეთი გაყოფის ის ხალხი ომობდა მაშინ და ომობს ახლა, და ახლა მთელი უკრაინა ომობს, და რა ქნან, არ იომონ?
არ იომონ კი არა და..
“ჩვენ არ დავივიწყებთ, არ ვაპატიებთ, ჩვენ დავსჯით ყველას, ვინც ახორციელებს ამ სადიზმს ჩვენს ტერიტორიაზე. ყველა ნაძირალამ, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა ჩვენს ხალხს, დაბომბა ჩვენი მიწა, ისროდა რაკეტებს, იძლეოდა განკარგულებას და აჭერდა თითს ღილაკს, უნდა იცოდეს: თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ მშვიდ ადგილს ამ მიწაზე, გარდა სამარისა“
ზელენსკიმ თქვა ეს,
კლოუნმა თქვა?
ვინც კიდევ ასე ფიქრობს, გადაიკითხოს კიდევ ერთხელ, რაც ზემოთ სწერია, და საერთოდ ბევრი იკითხოს და ბევრი იფიქროს, რომ მიხვდეს ვინ ვინ არის.
ცოდნა არ ვნებს, ვნებს არცოდნა.
მიდი , ზელენსკი!
აჩვენე მსოფლიოს, რო კლოუნსაც შეუძლია მართოს სახელმწიფო,
თუ კლოუნს გულწრფელად სურს ცირკი დამთავრდეს.
მიდი ზელენსკი, აჩვენე მსოფლიოს, რომ კლოუნსაც შეუძლია ბოროტება დასაჯოს,
თუ კლოუნს, გულწრფელად სურს, რომ სიკეთე გადარჩეს.
მიდი, ზელენსკი!
.
სტატიიდან ” ხვალ იქნება ომი”
გაზეთი ” საადგილმამულო” #6
მალე, ესეც, მალე..
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
