You are currently viewing გათხოვებთ, თუ გინდათ

გათხოვებთ, თუ გინდათ

ვისაც გინდათ, გეწყინოთ,
ასეთი უაზრობა, და უთავბოლოობა, და ამდენ ხანს გრძელდებოდეს?- არსად მინახავს, და არსად გამიგია.
ქოცი 26 მაისს ქუჩაში ვერ უნდა გასულიყო.
პროტესტს 24-ში თუ არა, 25 მაისის ღამით მაინც უნდა გადაევსო ხალხით რუსთაველიც და თავისუფლების მოედანიც.
და ქოცი 26 მაისს გარეთ ვეღარ გავიდოდა.
და თუ ძალას იხმარდა, და ხალხს დაარბევდა, ამით საბოლოოდ დასვამდა ტოლობის ნიშანს ნაცთან, საკუთარი ამომრჩევლის თვალშიც კი, და ეს იქნებოდა მისი დასასრული.
მაგრამ ეს არ მოხდა,
სხვა რამე მოხდა,
დამოუკიდებლობის დღე გააუპატიურა დღეს ქოცმა.
და ქოცის პოლისჯოხების ზეიმის კიდე მესმის,
მაგრამ სხვებს რა გეზეიმებოდათ, არ ვიცი.
გასაგებია, სალომე და პარტიულების უმეტესობა ბიძინას ჯიბეში რომ ჰყავს, და მაგათი მოვალეობა პროტესტის განეიტრალებაა, პარტიულებს თვითონაც ეშინიათ სახალხო პროტესტის, მაგრამ სხვები?
ხომ ვიცი , რომ ბევრი ხართ მანდ ადეკვატური ხალხი, ბევრი ხართ ისეთი, რეალობის გაანალიზება რომ შეგიძლიათ, და მერე, სად არის ეს რეალობა, ?
რას ელოდებით, ვის ელოდებით, პარტიების გარეშე რომ დაჯდეთ და დადოთ გეგმა და სქემა არა, და ვერა?
დაგინებულია?
ამდენი მარში, ამდენი აქტივობა, ამდენი ენერგია, და ასე უაზროდ გაფანტო, არ ვიცი, მართლა.
მაზოხისტები თუ ხართ, მახათი მაქვს სახლში, და აგერ, გათხოვებთ, თუ არ იცით რა და სად გაიყაროთ.
რა ძნელი მისახვედრია, რომ ქოცი ამ შემოდგომით 78-ე მუხლსაც ამოიღებს კონსტიტუციიდან, და მერე რუსეთის საელჩოსაც გაგიხსნის რუსთაველზე.
სწორედ იქ, სადაც ხორუმს ცეკვავდით 100 000 კაცი.
თუ ხვდებით, მაინც, რამდენჯერ და რა შანსები გაუშვით ხელიდან?
არა, რა,
მეტი არაა ჩემი მტერი, ვინმეს რაიმეს შეცვლა გინდოდეთ,
ანდა, საერთოდ იცოდეთ, რა უნდა შეცვალოთ და როგორ..
ავტორი, გუჯა შვანგირაძე ( გუჯა ბიძია).
.
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა