
კარგი ანალიტიკოსი რომ არის შაიშმელაშვილი, არაერთხელ ვთქვი ეგ,
და არც არის გასაკვირი, გდდ-ს ყოფილმა ჩინოსანმა, ძალიან კარგადაც რომ იცის ძალოვანების შიგა სამზარეულო, და კარგი კავშირებიც აქვს, და კარგი ინფორმატორებიც ყავს.
და ეს რო ასეა, იქედანაც სჩანს, ამერიკაში გაქცევა რომ მოახერხა, და სხვებივით არ ზის ახლა ციხეში.
მაგრამ რატომ ჩაერთო, პარტიულებთან ერთად 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მოლოდინების შექმნაში, გაუგებარია ჯერ.
თორემ, ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ 4 ოქტომბერი კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება იქნება?
აბა, სხვა რა უნდა მოხდეს.
“შეძახილმა ხე გაახმოო”, ამ პონტში ჩაჯდა სასტავი?
მართლა სასაცილოა უკვე, ეგ თავის დაიმედება, და სახიფათოც.
კაი, გამოვიდა დავუშვათ 100 000 კაცი ქუჩაში, მერე?
ჯერ არ გამოსულან, თუ რა, და ხორუმის ცეკვის და კილომეტრიანი სუფრების გაშლის გარდა, ვნახეთ რამე?
არც ახლა იქნება არაფერი, რადგან არ არის გეგმა.
რომ იყოს , რაღაც ასეთი, უკვე ეცოდინებოდა ქოცს, იმდენი აგენტი ყავს შეგზავნილი პროტესტში.
მიტომ ვერ წაუყენა ვერანარი სერიოზული ბრალდება იმ სასაცილო კაცსაც, ხაბეიშვილსაც, არანაირი რევოლუციის გეგმა რომ არ არსებობს.
და მხოლოდ ხალხის რაოდენობაზე რომ არის გათვლა.
და მერე რა მეთქი, კიდევ ვიკითხე.
100 000 კაცი კაშპიროვსკივით მიაჩერდება ბიძინას და ბიძინაც ცელულიტივით გაიწოვება, თუ რა?
თუ ამდენი ხალხის დანახვაზე ქვევრს ყელი გაუგანიერდება, და აბესალომსაც ეშველება?
გამორიცხულია, – ქვევრის გატეხვა არავის უნდა, და პარტიული სამჭკუაშვილების შეძახილები კი სასწაულს ვერ მოახდენენ.
რადგან დღემდე არ არსებობს არანაირი საორგანიზაციო კომიტეტი, არ არის ურთიერთკავშირი სხვადასხვა ჯგუფებს შორის,
შესაბამისად, არავინ იცის, ვინ რა უნდა გააკეთოს იმ დღეს,
ან მეორე დღეს,
თუ საერთოდ გაგრძელდა აქცია მეორე დღეს, ხალხის რაოდენობა შესამჩნევად მოიკლებს.
შედეგის დასადებად უამრავი დრო იყო.
და ამ დროში ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა,-
მათ შორის, ელექტრონული არჩევნების ჩატარებაც.
დიახ, უნდა დაგვესწრო ქოცისთვის, და, ელექტრონული საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბრამდე უნდა ჩაგვეტარებინა, და ახალი საარჩევნო კოდექსით, და ახალი ცესკოთი.
და ევროკავშირისგან მოწვეული დამკვირებლებით, რაც არჩევნებს ლეგიტიმაციის საფუძველს მისცემდა,
ამ არჩევნების შედეგებით უნდა შექმნილიყო დროებითი ტექნიკური მთავრობაც,
და გამარტივდებოდა ევროკავშირისგან და ამერიკისგანაც ამ მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარებაც.
ამას ელოდება დასავლეთი, ამის მინიშნებას გვაძლევს, მაგრამ უმისამართოდ, რადგან ადრესატს ვერ ხედავს აქ.
უნდა გვახსოვდეს ევროპელის ფსიქოლოგია, – რაც არ უნდა სიტყვიერი მხარდაჭერა ქონდეს პროტესტს ქვეყნის გარედან ზოგადად , – დასავლეთს კონკრეტული გვარსახელები სჭირდება, მან უნდა იცოდეს ვისთან ექნება საქმე პროტესტის გამარჯვების შემთხვევაში.
სწორედ ისე, როგორც სომხეთის რევოლუცია მოხდა, მშვიდობიანად, ხო..
იმიტომ , რომ იქ პროტესტს გვარსახელი ქონდა – პაშინიანი.
ასე უნდა მომხდარიყო აქაც, დროებითი ტექნიკური მთავრობა უნდა შექმნილიყო, და საზოგადოებისთვის მისაღები უპარტიო გვარსახელებით.
ხაზგასმით ვიტყვი, – მხოლოდ უპარტიო გვარსახელებით, ამას მნიშვნელობა აქვს.
პარტიული ნაგვობა, დროებით ტექნიკურ მთავრობაში ვერ უნდა მოხვდეს.
და ვერც მოხვდება, თუკი ელექტრონული არჩევნები ჩატარდება, და ახალი საარჩევნო კოდექსით, და მხოლოდ მაჟორიტარებით.
და გამსახურდიას დროინდელი უზენაესი საბჭოს ახლანდელი გადაწყვეტილებები კი არის საკამათო თემა, მაგრამ რაც არის, ამ ორგანოსგანაც საჭიროა დროებითი ტექნიკური, და უპარტიო მთავრობისთვის ლეგიტიმაცის მიცემა, – სამართალმემკვიდრეობა რომ იყოს დაცული.
და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ უნდა დანიშნულიყო დიდი აქციის დღე.
და ქუჩაში გამოვიდოდა ყველა ის, ვინც მანამდე ელექტრონულ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას,
გამოვიდოდა, თავიანთი გადაწყვეტილების დასაცავად.
და ექნებოდათ კიდეც ეს ძლიერი მოტივაცია.
და აქციებიც გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ორხელისუფლებიანობა არ დამთავრდებოდა.
ეს უნდა გაკეთებულიყო აქამდე, და სურვილის შემთხვევაში ეს შესაძლებელი იყო.
არ გაკეთდა ასე, ? – მაშინ 4 ოქტომბერი ტყუილი მოლოდინია.
მე არ მჯერა ამათი, პარტიების, პოლიტიკოსების, არც ერთის და არც ერთი მხრიდან, – მათი გულწრფელობის არ მჯერა.
ვითომ ეროვნულების ხო საერთოდ.
არც არის დღეს საერთოდ, ეროვნული ძალის ნასახიც კი.
მე აი, ამათი მჯერა,
და კიდევ იმ გოგობიჭების 2023 წლის მარტის დღეებში უცებ, და არსაიდან რომ გამოჩნდნენ რუსთაველზე, და აიძულეს სისტემა უკან წაეღოთ რუსული კანონი.
და იგივე რომ განმეორდეს, უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი,
მაგალითად, რუსეთის საელჩოს გახსნა თბილისში.
და ესეც მალე მოხდება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, არაუგვიანეს გაზაფხულისა.
და როცა კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციაზე მუხლსაც ამოიღებენ.
და ეს იქნება ყველაზე ძლიერი ტრიგერი ახალგაზრდების ამოძრავების.
მაგრამ უმართავი რომ არ გახდეს მათი აქციები, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი მოესწროს ყველაფერის იმის გაკეთება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე –
რუსთაველზე მიმდინარე პროტესტში მონაწილე უპარტიო მარშებისგან და დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენლებისგან სამუშაო კომიტეტის შექმნა, და,
1-საარჩევნო კოდექსის შემუშავება,
2- ელექტრონული არჩევნების ჩატარება
3- დროებითი, უპარტიო ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტება.
4- ლეგიტიმაციის მიღება ევროპისგან.
5- და შემდეგ უკვე აქციები, მასობრივი მრავალჯერადი აქციები.
ანდა, არსებობს შედეგის დადების უფრო ხანგრძლივი გზა- პოლიტიკოსებს და პარტიებს საბოლოდ უნდა ჩამოძვრეს ნიღაბი, რადგან სისტემა ყოველთვის იყენებს ოპოზიციურ პარტიებს, და მათი მეშვეობით ამარგინალებს ნებისმიერ მოძრაობას.
რაც კიდევ ერთხელ მოხდება 4 ოქტომბერს.
პარტიები კიდევ ერთხელ ჩაისვრიან ამ დღეს, და ისევ ერთმანეთს, და ისევ ხალხს დააბრალებენ ამ ჩასვრას.
ასე რომ შეიძლება ჩავთვალოთ – პარტიების როლის განულების მიმართულებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება 4 ოქტომბერს,
და ეს, ამ გაგებით კარგია.
მხოლოდ ამ კუთხით შეიძლება განვიხილოთ ასეთი აქციები, და დღევანდელი პროტესტი ზოგადად –
პარტიები საბოლოოდ უნდა განულდნენ პოლიტიკურად, და სუფთა ძალები მხოლოდ მაშინ დაიწყებენ თვითორგანიზაციას.
მხოლოდ მაშინ,
ასე, რო, ყველაფერი რაც ხდება, ასეც უნდა მოხდეს.
ყველაფერს თავისი ადგილი, თავისი დრო და ალგორითმი აქვს,
და მშობიარობასაც ვერავინ დააჩქარებს.
.
გუჯა შვანგირაძე (გუჯა ბიძია)