
ფასი – 3000 დოლარი.
„მეცხრე ცა“
50/60
ტილო, პასტელი, ფანქარი, ქაღალდი,
მოკლედ, შერეული ტექნიკა, თუ კოლაჟი, თუ რავი, რაც ჰქვია – ეს არის.
ვერ ვერკვევი მე ამეებში,
უბრალოდ ძალიან მომინდა მაშინ ამის გაკეთება.
ხო, ჩემი პირველი და ერთადერთი ნამუშევარია, ჩემივე ლექსის „ მეცხრე ცაზე “ მიხედვით რომ შეიქმნა, ამ ერთი წლის წინ.
2 თვე წავიდა ამ ყველაფერზე, და იმდენად ინტიმურია ჩემთვის ეს ნამუშევარიც, და თემაც, და ყოველივე დეტალიც, რაც მასზეა, რომ ჩემთვის მეტიც ღირს, ვიდრე 3000 დოლარი.
ხო, ამდენი მჭირდება ახლა.
და რატომ მჭირდება, ან ამას რატომ ვიმეტებ?
მე ახლა ლექსებს უნდა ვწერდე, სპექტაკლებს უნდა ვდგამდე, პროექტებს უნდა ვაკეთებდე, და მე კიდევ რას ვაკეთებ, და რატომ?
იდიოტ და გაუმაძღარ ექიმებს ვატენი ფულს.
ხოდა, ამ ცხოვრების დედაც..
და მიტომაც ადევს ამასაც ჩემთვის ასეთი მცირე ,
და სხვისთვის კი ამოდენა ფასი, – რომ ვერ ვიმეტებ.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძ)