You are currently viewing რა თქმა უნდა..

რა თქმა უნდა..

4 ოქტომბერს რუსთაველზე ვიქნები, მაგრამ არა ამ დედამოხნულებისთვის.
და რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ, რომ ვერ ხვდებოდე, თუ მოხდა “სასწაული” და ქოცი მართლაც გაიქცა, ეს სასტავი, და მათთან ერთად ბურჭულაძის სხადნიაკი რომ ეცდება სიტუაციით ისარგებლონ,
და როგორ ვერ უნდა ისარგებლონ, ამის შესახებ ორიოდე სიტყვა,..
ჯერ “სასწაულზე” მინდა ვთქვა,
არ ვფიქრობ, რომ ხვალ რაიმე მოხდება, თუ თვითონ ქოცმა არ დაუშვა დიდი შეცდომა.
არ მოხდება, რადგან, იმ თაობას, რომელმაც შეძლო და 2023 წლის მარტის დღეებში რუსული კანონი უკან გაუკეთა რეჟიმს, ჰკიდია ეგ თქვენი 4 ოქტომბერი,
იმ გოგობიჭებისთვის ტრიგერი იქნებოდა, რუსს საელჩო რომ გაეხსნა თბილისში, ანდა ქოცებმა ევროინტეგრაციაზე მუხლი რომ ამოიღონ კონსტიტუციიდან, თორე ახლანდელი პარტიული ზახოდები მართლა ჰკიდიათ.
და იმ მეამბოხე თაობის გარეშე კი არანაირი რევოლუცია არ იქნება.
სხვა თაობა კი მხოლოდ იმისთვის ვარგა, ხორუმი იცეკვონ და კილომეტრიანი სუფრები გაშალონ რუსთაველზე.
რეალობა არის ეს.
მაგრამ ქოცმა შეიძლება ხვალ თვითონ დაუშვას დიდი შეცდომა, – აქცია დაარბიოს, – რის შედეგადაც დაწყებული უმართავი პროცესები შეიძლება მართლაც დამთავრდეს ნაცური სასტავის შესვლით იმ დროებით ტექნიკურ მთავრობაში, ვინც ახალი არჩევნები უნდა მოამზადოს,
და რა თქმა უნდა, ეცდებიან ხელისუფლებაშიც რომ მოჯდნენ.
მაგრამ ერთი მამაძაღლის მეორეთი ჩანაცვლებით რომ არაფერი იცვლება, ამის გამოცდილება კი უნდა გვქონდეს უკვე.
ერთადერთი სხვაობა ქოცსა და ამათ აჯაფასანდალს შორის არის მხოლოდ რუსეთთან დამოკიდებულება.
მაგრამ ეს სხვაობაც ძალიან პირობითი და გარდამავალია, რადგან კარგად გვახსოვს, ვინ მოიყვანა ნაცები 2003 წელს ხელისუფლებაში, და შემდეგაც როგორ დარბოდნენ 2007 წლამდე მოსკოვში, სანამ წყალშემდგარმა მიშამ ახალ ბატონს არ დაუწყო ძებნა.
ხაზარაძის, ჯაფარიძის და გახარიას, და სხვების რუსული ბიზნესბიოგრაფიებიც გვახსოვს,
და მომავალშიც რო დაჭირდეთ, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ქოცზე უფრო ღრმად შეუძვრებიან რუსს, და ამას სახელმწიფოებრივი აზროვნებით გააპრავებენ.
ეს ყველაფერი ვიცით.
მაგრამ ქოცი უნდა წავიდეს, ქოცი აუცილებლად უნდა წავიდეს, და თუნდაც აი, ამათი გამოყენებითაც.
ხო, ხანდახან ეშმაკსაც უნდა მოაჯდეო ზურგზე, ტაძრამდე რომ მიაყვანინოო თავი- ბერმა გაბრიელმა თქვა ეს,
მაგრამ ტაძართან მისული უმალვე უნდა ჩამოქვეითდე და ეშმაკი, იქეთ უნდა გაისტუმრო, სადაც მისი ადგილია.
ანუ, თუ მართლაც მოხდა სასწაული და 4 ოქტომბრიდან რაღაც შეიცვალა, ახალი გამოსვლები უნდა დაიწყოს, და უკვე იმათზე ზეგავლენის მოსახდენად, ვინც დროებით ტექნიკურ მთავრობაში აღმოჩნდება.
ხელისუფლებების შეცვლა სისტემის შეცვლა არ არის.
და ძირეული ცვლილებებისთვის ხელისუფლებებზე კონტროლის მექანიზმების დაკანონებაა აუცილებელი,
ანუ,
იმ მექანიზმების დაკანონება, რომლებიც გვქონდა და წაგვართვეს ჯერ კიდევ 1995 წელს, შევარდნაძის კონსტიტუციით.
რეფერენდუმით კანონების მიღების და გაუქმების უფლების აღდგენაა აუცილებელი, და მასთან ერთად არჩეულის ვადამდე გამოწვევის მექანიზმის ამუშავებაც.
რათა ხელისუფლებებს ამომრჩევლის უფრო ეშინოდეთ, ვიდრე რუსი, ან ამერიკელი ბატონის,
ამიტომაც არის საჭირო ხელისუფლებებზე კონტროლის მექანიზმები.
და ეს მექანიზმები რომ დაკანონდეს, ახალი არჩევნების ჩატარებამდე – საარჩევნო კოდექსი ძირეულად არის შესაცვლელი,
და მასში ამ ორი მექანიზმის გარდა უნდა გაიწეროს-, პარტიების სახელმწიფოსგან დაფინანსების შეწყვეტა, და აგრეთვე მხოლოდ მაჟორიტარული, და არა პარტიული, საარჩევნო სისტემაც,
და მორჩა, – პარტიები ნელნელა გაქრებიან პოლიტიკურ სივრციდან,
დახავსებული პოლიტროჟებიც ვერასოდეს ვეღარ მოხვდებიან პარლამენტში და ქვეყანაც დაემსგავსება ქვეყანას, და საზოგადოებაც გახდება მართლაც საზოგადოება.
სწორედ ამიტომ , თუ მართლაც მოხდა სასწაული და ქოცი გაიქცა, ხორუმი კი არ უნდა ვიცეკვოთ რუსთაველზე,
უმალვე ახალი მრავალრიცხოვანი აქციების დაწყებაა საჭირო, და ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმების დაკანონების მოთხოვნით.
ეს უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა გაკეთდეს, თუ არ გვინდა, კიდევ ერთ 30-წლიან წრეზე წასვლა, და ისევ პარტიებზე მორგებული სისტემით, ისევ ჩამპალი როჟებით, და ფულის ტომრებით.
გინდათ? – მე პირადად არ მინდა.
ტეხავს ძალიან, როგორ უნდა ავუხსნა ჩემს შვილიშვილს, რომ მთელი 30 წელი ერთი მუჭა ნაგვების ხელში და იდიოტობაში გავატარეთ?,
პოლიტმამაძაღლების დრო უნდა დამთავრდეს.
სწორედ ამიტომ უნდა გახვიდე რუსთაველზე ხვალაც, ზეგაც, და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემდეგი 300 დღეც.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა