
ეს უნდა ვთქვა,
რადგან ის, რაც ახლა ხდება ეკლესიაში, უკვე აღარაა მხოლოდ ეკლესიის საქმე.
რეჟიმის განზრახვა – მამაო დოროთე ჯერ ეკლესიიდან განკვეთოს, და შემდეგ კი როგორც სამოქალაქო პირი დააპატიმროს გამოგონილი ბრალდებით, – ეს არაა მხოლოდ ერთი კონკრეტული სასულიერო პირის წინააღმდეგ მიმართული ბოროტება.
რადგან, თუკი ღმერთი მართალი სიტყვაა, და თუკი ქრისტეანობა სიკეთეა, ადამიანის თანადგომა და სიყვარული, მაშინ მამა დოროთეს დასჯის მცდელობა, და ამით მთელი სამღვდელოების დაშინების მცდელობა, – თვით ღმერთისთვის და ჭეშმარიტი ეკლესიისთვის ომის უკვე ღიად გამოცხადებას ნიშნავს,
ახლა უკვე ღიად , თორემ შენიღბული ომი ეკლესიის წინააღმდეგ, რეჟიმს ეკლესიაშივე ჩაბუდებული მავნებლების ხელით დიდი ხანია აქვს დაწყებული.
ქვეყნისათვის ასეთ მძიმე სიტუაციაში, – როცა მოძალადე რეჟიმი იმ ბოლო და ერთადერთ ინსტიტუციას, ეკლესიას, უტევს, რომელსაც შეუძლია ადამიანების კეთილ საწყისებზე გაერთიანება, – მამაო დოროთეს თვით განგებამ დააკისრა განსაკუთრებული როლი.
არა მხოლოდ წინ აღუდგეს ძალადობას, არამედ ამხილოს ეკლესიის მტრები და მისცეს ბიძგი ეკლესიის გაწმენდის პროცესის დაწყებას.
და ეს შესაძლებელია, თუკი ერი და ბერი, – ყველა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანად თვლის, დაუდგება მას გვერდით ამ მართალ და ქართულ საქმეში.
ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა მამა დოროთეს !
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
