You are currently viewing კიდევ ერთხელ ხევისთავზე და ჯაყოზე

კიდევ ერთხელ ხევისთავზე და ჯაყოზე

ეს გაყიდა ქვეცნობიერმა?
დიახ, არც მადამ სალომე არ არის ლეგიტიმური, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი არჩევნებიც გაყალბდა,
არალეგიტიმურია პირველ რიგში იმიტომ, რომ გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის შემდეგ არაკანონიერი და არალეგიტიმური იყო ყველა არჩევნები, და ამ არჩევნების შედეგებიც, და შესაბამისად ყველა ხელისუფლება, და მთავრობა და პრეზიდენტი.
მაგრამ მოდით, ისევ არჩევნების გაყალბებას დავუბრუნდეთ, უფრო მარტივია გასაგებად.
როცა ქოცი ამბობს, რომ 1 200 000 ამომრჩეველმა მისცა ხმა, უნდა იცოდეთ, რომ აქედან 700 000 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონეთა ხმაა,
რომელიც იძულებით აძლევს ხმას ნებისმიერ ხელისუფლებას, გასაგები მიზეზების გამო.
300 000 ხმა ჩინოვნიკების, ჯარის, და პოლიციისაა,
დანარჩენი, – დაახლოებით კიდევ 200 000 ხმა, საარჩევნო სიების მანიპულაციებით დათრეული ხმებია, რომლის მეშვეობით ყალბდება სწორედ არჩევნები მასიურად.
ამომრჩევლების 40 % -ზე მეტი, ანუ სადღაც 1 400 000-ზე მეტი ადამიანი საერთოდ არ მიდის არანაირ არჩევნებზე,
ანუ, ან კიდია ყველაფერი, ან წინააღმდეგია ყველასი და ყველაფრის.
ამომრჩევლების დანარჩენი ნაწილი კი ოპოზიციას აძლევს ხმას,
ანუ, ჯამში სადღაც 2 400 000 ადამიანის ხმაა მმართველი პარტიის საეჭვო 1 200 000 ხმის საპირწონედ.
შესაბამისად, გამოდის როგორც ყველა ხელისუფლება, დღევანდელი რეჟიმიც ძირითადად სოციალურად დაუცველებზე დგას, – იმათზე ვინც ხელისუფლების წყალობაზეა დამოკიდებული.
დიახ, ქოცი ოფიციალურად დარეგისტრირებული მათხოვრების ხელისუფლებაა, და არა მთელი საქართველოსი.
ამ ხალხით ბაირამობს ყველა რეჟიმი.
და რომ არ არსებობდეს სოციალურად დაუცველთა ფენა, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას.
სწორედ ამიტომ არ აწყობს ხელისუფლებებს, რომ შენ გქონდეს სამსახური, სახლკარი, წამლის, და პურის ფული, რათა მასზე იყო დამოკიდებული, და შენი ხმებით ისარგებლოს.
გასაგებად ვამბობ,?
ხოდა, წაიღეთ ახლა ეს და ააფარეთ ქოცს სახეზე, როცა მთელი ქართველი ხალხის სახელით დაიწყებს ლაპარაკს.
მერე კი იქნებ, იმაზეც დავფიქრდეთ, რომ აქციები იმ სოციალური თემებით დავიწყოთ, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას აინტერესებს.
სოციალური თემებით უნდა დაიწყოს აქციები, და შემდეგ უნდა მიებას პოლიტიკური მოთხოვნები.
ვიმეორებ, – ჯერ სოციალური თემები, მერე პოლიტიკური.
ეს არის საპროტესტო მოძრაობის ანი და ბანი.
და ვინც ამას არ ითვალისწინებს, ვერასოდეს ვერ მიაღწევს მიზანს.
კი, რომანტიულია, და ამაღელვებელი, როცა დიდ იდეალებს იცავ, – დემოკრატიას, თავისუფლებას, ღირსებას, იდენტობას, და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერ იმ ობივატელზე უნდა იფიქრო, ვისთვისაც გინდა ეს ყველაფერი, დემოკრატიაც, თავისუფლებაც, და ეს ქვეყანაც საერთოდ, და ვინც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს.
მის ინტერესებზე უნდა იფიქრო, რომ გენდოს და გამოგყვეს.
ლენინი იდიოტი კი არ იყო, გლეხებს და მუშებს რომ მოუწოდა რევოლუციისკენ, და ქარხნებს და მიწებს რომ შეპირდა,
მშიერი და უქონელი თუ არ გავიდა აქციაზე, ანუ, ის თუ არ დადგა ქუჩაში, ვისაც არაფერი აქვს დასაკარგი,
აბა, სამსახურის, საკუთარი სახლის, და მეტნაკლებად სავსე მაცივრის მქონე სასტავი, – ვისაც არ ესმის რა სურს ობივატელს,- ვერასოდეს ვერ დადებს შედეგს.
და კიდევ დიდხანს დარჩებიან პოლიტპატიმრები ციხეში,
და კიდევ ბევრჯერ ჩასვამენ ყველაზე მართლაც მოტივირებულებს გზის გადაკეტვის გამო,
და კიდევ დიდხანს ისეირნებენ თეიმურაზ ხევისთავები რუსთაველზე, და გამოსავალზე საუბრის მაგივრად, კიდევ დიდხანს იფილოსოფოსებენ, თუ რა პოზებში ხმარობს ჯაყო მარგოს.
და კიდევ ბევრჯერ დაგმოძღვრავთ წილოსანის გოგოც.
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა