You are currently viewing კიდევ ერთხელ დიდ ღალატზე

კიდევ ერთხელ დიდ ღალატზე

ამ დიდი ღალატის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში ვწერდი.
როცა მიწის კანონში შესწორება შეიტანეს და უცხოურ კომპანიებს მიწის განუსაზღვრელი რაოდენობით შესყიდვის უფლება მიეცათ.
და ამით კიდევ ერთხელ გადაიხიეს თავზე კონსტიტუცია, რომლის მიხედვით მიწის უცხოელებზე მიყიდვა იყო აკრძალული, და ეს აკრძალვაც 2017 წლის დიდი პროტესტის წყალობით მოვახერხეთ.-
დევს ჩემს კედელზე ინფო ამის შესახებაც.
მაგრამ , როგორც ვთქვი, 2020 წლის შესწორებებით მთელი ჩვენი ნაომარი განულდა.
აი, სწორედ ამ მეხუთე მუხლის საფუძველზე ხდება დიდი ფულის ჭრა, და მაქინაციები.
და ძაღლის თავიც სწორედ წითლად ხაზგასმულ სიტყვებშია ჩამარხული.
სქემა მარტივია.
უცხოური კომპანია აკეთებს შესაბამის სტრუქტურაში განცხადებას ინვესტიციების ჩასადებად.
იღებს მიწის ნაკვეთს იაფად, ან საერთოდ სიმბოლურ ფასად, დანარჩენი ქეშად მოდის.
ქეში რა თქმა უნდა მთელ ვერტიკალზე ნაწილდება, და ასე აგროვებენ ქონებას პრემიერები, მინისტრები, და მათი მოადგილეები.
შემდეგ, ინვესტორი არ ასრულებს ვალდებულებას და ერთი წლის ვადაში ყიდის ამ ნაკვეთს, და რა თქმა უნდა უკვე არა სიმბოლურ ფასში, არამედ იმდენად, ქეშად გაცემული ფულიც რომ ამოიღოს, და მოგებაც რომ დარჩეს.
გაგახსენოთ, როგორ და რა ფასში გაიყიდა რიონის ხეობა?
რაჭის და სვანეთის მიწები? კახეთის და ქართლის?
ამ მეხუთე მუხლის საფუძველზე შემოდიან არაბებიც თბილისში,
არანაირი 6 მილიარდიანი ინვესტიცია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჩვენი მიწა, რომელზეც სპეკულაციების უფლება მისცეს არაბებს.
და თუ არაბებმაც ამ ერთ წელიწადში არ გადაყიდეს სხვაზე მიწა, და მართლაც ააშენეს დასახლებები, მაშინ ათიოდე წელიწადში თბილისი არაბული ქალაქი გახდება, – მერიც კი არაბი გეყოლებათ.
2020 წელს, როცა ამ თემაზე ავტეხეთ ხმაური, არ შეიმჩნია არავინ იმათგან, ახლა რომ ეროვნულობენ, და ამ თემაზე სურთ ქულების დაწერა.
ჯანდაბას, დაიწერონ, შედეგი დადგეს ოღონდ, მაგრამ შედეგსაც გააჩნია, – რამდენჯერ უნდა წავიტეხოთ ერთი და იმავე ქვაზე კისერი?
როცა ანტიქართული კანონებით გეომება სისტემა, პრობლემის გადაჭრის გზა ერთი მამაძაღლი ხელისუფლების მეორე მამაძაღლი ხელისუფლებით ჩანაცვლების მოთხოვნა კი არ არის, არამედ ყველა მამაძაღლ ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმის დაკანონებაა.
დიახ, კანონს კანონით უნდა ეომო.
და ამისთვისაა სწორედ საჭირო კანონის მიღების და გაუქმების იმ უფლების დაბრუნება, რომელიც გვქონდა და 1995 წლის შევარდნაძის კონსტიტუციით ჩამოგვართვეს.
ეს უფლებაა დასაბრუნებელი, თორემ როგორც ნაცი ყიდიდა მიწებს, ისე ქოცი ყიდის ახლა, და ხვალ ვინც მოვა, ისიც გაგიყიდის.
ეს უფლება რომ არ გვაქვს, მიტომაც არის სასამართლო უსამართლო, მიტომაც გვწეწავენ ბანკები, მიტომაც არის უმუშევრობა და ემიგრაცია, მიტომაც არის მახინჯი განათლების სისტემა, და ისეთი ჯანდაცვა, რომელიც კლავს.
ამ თემაზე პარტიები ხმას არ ამოიღებენ, რადგან ამ უფლების დაბრუნება ხალხისთვის ძალაუფლების გადაცემას ნიშნავს, და საერთოდ ჩამოშლის პარტიულ სისტემას.
ეს საკითხი ხალხმა უნდა წამოწიოს წინ, და სწორედ ამიტომ ყველა პროტესტს უნდა მიებას ძირითადი მოთხოვნა სრულფასოვანი რეფერენდუმის უფლების დაბრუნების შესახებ.
ამ უფლების დასაბრუნებლად კი საარჩევნო კოდექსიც უნდა შეიცვალოს ისე, როგორც ხალხს ჭირდება, და არა პარტიებს.
და ვეღარ მოვლენ ხელისუფლებაშიც მედროვეები, ოლიგარქები და პოლიტნაგვები.
სისტემის შეცვლა არის ეს.
და ერთხელ და სამუდამოდ დალაგდება ქვეყანაც.
და ამ პროცესს რომ ბიძგი მიეცეს, დაიწყეთ თუნდაც იმით რომ უთხარით ეს ყველაფერი თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, ნაცნობებს, და უცნობებს, – გავავრცელოთ ინფორმაცია.
ძნელია?
მთელი დღე ფეისზე ყოფნა, და ვისი სკრიპკა ვის როიალშია, ამაზე საუბარი უფრო ადვილია, ხო?
.
გუჯა ბიძია (გუჯა შვანგირაძე)
Subscribe
Notify of
guest
0 Comments
Inline Feedbacks
ყველა კომენტარის ნახვა